ირაკლი კობახიძე: რა პლუს-მინუსები აქვს ევროინტეგრაციას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა აბსოლუტურად მიზანშეწონილია
ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროინტეგრაციის თემაზე დებატები აუცილებელია, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია "ეკონომიკური კუთხით რა და მინუსები აქვს" მასში გაწევრიანებას.
კობახიძის განმარტებით, ოცნება ევროინტეგრაციისკენ კურსის შეცვლაზე "არ საუბრობს" და დასძინა, რომ მოქალაქეები ტყუილში არიან შეყვანილები "ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში". ოცნების პრემიერის განმარტებით, "საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში".
"ჩვენ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ კურსის შეცვლაზე. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ეს ჩაწერილი, რომ ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა. ყველა თემაზე შეიძლება პლუს-მინუსები იყოს განხილული, მათ შორის იმ ყალბი კამპანიების ფონზე, რომელიც წარიმართება. მაგალითად საზოგადოებას აჯერებენ, რომ ეკა გიგაური ერთხელ წარადგენდა დეკლარაციას და ხვალ ვიღვიძებდით ჩელიაბინსკში, ასევე ატყუებენ ადამიანს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში – ესეც ჩვეულებრივი ტყუილია. ასევე კლიპებს ავრცელებენ, რომ მას შემდეგ, რაც ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა მათი ეკონომიკა ორჯერ გაიზარდა. თქვენ, რომ შეადაროთ ესტონეთის და საქართველოს ეკონომიკის ზრდა, იმ მომენტიდან დღემდე საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში.
დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში. ეს დებატები ადამიანებს მისცემს იმის თქმის საშუალებას, მაგალითად, რომ გავრცელებული ინფორმაცია პირობითად ეკონომიკასთან დაკავშირებით, არის სრული სიყალბე და ამით ცდილობენ ადამიანებში ჭარბი ემოციების გამოწვევას იმისათვის, რომ ეს ჭარბი ემოციები შემდეგ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართონ. ამიტომ, ზუსტად უნდა გაიგოს საზოგადოებამ, ჭარბი მოლოდინები რომ არ შეიქმნას, რა შედეგებს იწვევს ეკონომიკური კუთხით, მაგალითად, ევროინტეგრაცია, რა პლუსები და მინუსები აქვს, სხვა თვალსაზრისით რა პლუს -მინუსები აქვს ევროინტეგრაციას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არის აბსოლუტურად მიზანშეწონილი," — განაცხადა კობახიძემ “რუსთავის 2-ის” ეთერში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატებზე საუბრისას.
ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე პროსამთავრობო ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. გადაცემის სტუმრები იქნებიან: ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, პოლიტიკური მოძრაობა ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი, ოცნების ხელისუფლების მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ექსპერტი ნოდარ კაპანაძე, პარტია ხალხის ძალის წევრი გურამ მაჭარაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე და გირჩის წევრი ჰერმან საბო.
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები