ნინო დობორჯგინიძე: ვიცავთ ტრადიციას, ვაგრძელებთ ტრადიციას და ვქმნით მომავალს, არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, ეს სვლა გააჩეროს
ფოტო: ნინო დობორჯგინიძე / FB
ილიაუნის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 20 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც აკეთებდნენ, გულწრფელ მადლობას ელოდნენ, მაგრამ ამის მაგივრად მათი პროგრამებისა და კვლევითი უნიკალური მიმართულებების დაცვა უწევთ.
მისი თქმით, საფუძველი, რომელსაც ისინი "ეყრდნობიან და რომლითაც თავაწეული უყურებენ საზოგადოებას, არის უმყარესი, იცავენ ტრადიციას, ვაგრძელებენ ტრადიციას და ქმნიან მომავალს". ამიტომ "არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, ეს სვლა გააჩეროს".
"გილოცავთ ჩემო ძვირფასო ილიაუნელებო! დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ეს დღეები მართლაც სოლიდარობის საოცარ მაგალითს გვაჩვენებენ.
დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მე არ გამიჭირდება ამის თქმა, ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, საერთო პასუხისმგებლობის წებოთი და თავისუფლების იდეით შეკრული ილიაუნის დაბადების დღეა. ესაა ჩვენი სიძლიერე! დიახ, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა და თავისუფლების იდეა, რომელსაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ.
რაც არ უნდა რთული იყოს, აი, ამ დღეებში ახლა მართლაც დაბადების დღის აღნიშვნა და რაც არ უნდა შეგვეპაროს ჩვენ ხმაში რაღაცნაირი ბრაზი ან გაგვიტყდეს ეს ხმა, გაგვებზაროს ხმა იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანი — ილიაუნის პროფესორები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია, მართლაც გულდაწყვეტილია იმიტომ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, სულ მცირე გულწრფელ მადლობას ველოდით, ხომ? მაგრამ ამის მაგივრად დღეს გვიწევს ჩვენი პროგრამების, ჩვენი კვლევითი უნიკალური მიმართულებების დაცვა. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, აი, ამ ჩვენი ერთობის დარღვევა.
მე ილიაუნში რომ მოვედი სამუშაოდ, ახალჩამოსული ვიყავი გერმანიიდან და პირველი პროგრამა, რომელიც აქ გავაკეთე ილიას უნივერსიტეტში, იყო შუა საუკუნეების კვლევები. ყველა უნივერსიტეტშია საქართველოში ასეთი შუა საუკუნეების ისტორიის, ლიტერატურის და სხვადასხვა დარგის კვლევები, მაგრამ ჩვენმა პროგრამამ მოახერხა, რომ ახალი ჰორიზონტით შეეკრა მთელი ეს წარსული, ხომ და რა იყო ეხლა ეს ჰორიზონტი.
ჩვენ შევეცადეთ, რომ გვეჩვენებინა არა მხოლოდ, აი, ის მთავარი ჰორიზონტი, მაგალითად "ვეფხისტყაოსანი", არამედ მასთან მისასვლელი გზა. და წარმოიდგინეთ, ეს გზა იყო აი, ერთი კონკრეტული, მაგალითად ეფრემ მცირის იდეა, რომელმაც — ბერი, წარმოიდგინეთ, რომელიც ჯერ ათონზე წავიდა, მერე წავიდა ანტიოქიაში — და დაინახა უმთავრესი რამ, რის დანახვას თითოეული ჩვენგანი ცდილობს და მთელ ცხოვრებას უძღვნის ამას, რომ აღქმის პროცესი არის უწყვეტი იმისა, რომ გულისხმისყოფით შეიმეცნო. ოღონდ ის, რასაც შენ შეიმეცნებ, რადიკალურად განსხვავებული შეიძლება ერთმანეთისგან იყოს და ეფრემს ათქმევინა ასეთი სიტყვები, რომ ეს განსხვავებული სურათი შეიძლება იყოს არისტოტელური ანუ ანტიკური ტრადიციისა, და მეთევზური — ქრისტიანული ტრადიციისა. მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ ეს არის უწყვეტი.
ჩვენ ვცდილობთ, რომ სწორედ ეს უწყვეტობის იდეა დავანახოთ ჩვენს სტუდენტებს და რაც მთავარია, თვითონ მივიდნენ ისინი აქამდე, თვითონ მივიდნენ და მიხვდნენ, რომ ეს "ვეფხისტყაოსანი" ამით მოვიდა, ამ უწყვეტობით. და რაც მთავარია, ჩვენი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ ამ უწყვეტობაში ჩვენ ვართ თითოეული ჭანჭიკი და ამას მივყვებით ჩვენ პატარა ფუნქციას ბოლომდე. და ეს ჭანჭიკები რომ არ ყოფილიყო ამ ისტორიაში, ის ვერავითარ შემთხვევაში აქამდე ვერ მოვიდოდა.
ამიტომაც საფუძველი, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, რომლითაც დღეს ჩვენ თავაწეული ვუყურებთ საზოგადოებას, არის უმყარესი, იმიტომ, რომ ორ მთავარ რაღაცას ემყარება: ეს არის — ვიცავთ ტრადიციას, ვაგრძელებთ ტრადიციას და ვქმნით მომავალს. ეს არის ილიაუნის მთავარი სახელი, რომელსაც არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ ეს სვლა გააჩეროს", — განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ (ტექსტს "პუბლიკა" ავრცელებს).
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
კომენტარები