იაგო კაჭკაჭიშვილი: "1 ქალაქი — 1 ფაკულტეტის" მახინჯი და მავნე პრინციპის საფუძველზე უმაღლეს განათლებას წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ
ფოტო: ინტერპრესნიუსი
"1 ქალაქი — 1 ფაკულტეტის" მახინჯი და მავნე პრინციპის საფუძველზე უმაღლეს განათლებას წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ, — ასე ეხმაურება პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტირებას. მისი თქმით, "მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება დარჩება შავ ლაქად საქართველოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში".
"ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტის" მახინჯი და მავნე პრინციპის საფუძველზე (რომლის ანალოგი მინიმუმ არც ერთი ქვეყნის დედაქალაქებში და დიდი "ქალაქებში არ მოიძებნება) უმაღლეს განათლებას წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ.
მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება დარჩება შავ ლაქად საქართველოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ამ მაგალითითაც ასწავლიან მომავალ თაობებს, რას ნიშნავს უნივერსიტეტების დაჩეხვა და განადგურება.
ქართული ოცნების ცივი ტყუილი სახელდახელოდ: წელს სტუდენტების რაოდენობა 2000-ით გაიზრდებაო. ამ დროს, სპეციალობებზე სტუდენტთა კვოტებს დრამატულად ამცირებენ. მაგალითად, სოციალურ-პოლიტიკური სპეციალობების მიმართულებით 2600-მდე სტუდენტს უშვებდა უნივერსიტეტები, სინამდვილეში მოთხოვნა 400 კურსდამთავრებულზეაო (ანუ, 6-ჯერ ნაკლებზეო). კვოტების დრამატული შემცირება ეხება თითქმის ყველა სპეციალობას. ჰოდა, რანაირად გაიზრდება სტუდენტების რაოდენობა?
ხელისუფლებაში მყოფი ძალა აცხადებს, შრომის ბაზრის კვლევამ (რომელიც თვალით არავის უნახავს, დაბეჯითებული მოთხოვნის მიუხედავად) გვიკარნახა სპეციალობებზე კვოტების დაწესებაო. ისედაც გაღარიბებული შრომის ბაზარი ხვალ რომ კიდევ უფრო გაღატაკდება, რადგან ათასობით პროექტი აღარ განხორციელდება საქართველოში, მერე რაღას ვშვრებით — უნივერსიტეტები "ბოთლის მბერავების" (გია ვოლსკის სიტყვებია!) გამოშვებაზე გადაკვალიფიცირდებიან?
ასე გადაიქცა ჩამორჩენილი შრომის ბაზრის მძევლად საუნივერსიტეტო განათლება, რათა ისიც ჩამორჩენილი გახდეს! და — ბოლომდე გაკონტროლებული მთავრობის მიერ!", — წერს სოციალურ ქსელში პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.
ქართული ოცნების განათლების სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოაქვეყნა. ფაკულტეტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში ასე განაწილდა:
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში — მედიცინის სპეციალობებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში — პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში — აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები