იური ლუიკი: იმის დანახვა, როგორ იშლება ქართული დემოკრატია და როგორ ძლიერდება რუსული გავლენა ძალიან ცუდია საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის,
NATO-ში ესტონეთის ელჩი და ესტონეთის ყოფილი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრი იური ლუიკი Independence Avenue Media-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ "იმის დანახვა, როგორ იშლება ქართული დემოკრატია და როგორ ძლიერდება რუსული გავლენა ძალიან ცუდია საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის, რადგან საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო".
ჟურნალისტის კითხვაზე — იმ ფონზე როცა NATO აძლიერებს პარტნიორობას სომხეთთან და აზერბაიჯანთან, სად ხედავს საქართველოს, ელჩი პასუხობს:
"შავი ზღვა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიას ვუყურებთ, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ადგილია. ცხადია, მრავალი მიზეზის გამო, ეს რთული გარემოა. მონტროს კონვენციის გამო, რა თქმა უნდა, NATO-ს შავ ზღვაზე თავისუფალი წვდომა არ აქვს. ამიტომ, შავი ზღვის აუზის ნატოს ქვეყნებს, მათ შორის, თურქეთს, რუმინეთს და ბულგარეთს, უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ცხადია, შავი ზღვის გარშემო არსებული სიტუაცია უფრო ფართო, რეგიონულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
მართალია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ და ურთიერთგაგებამ რეგიონის მიმართ დადებითი განწყობა და დიდი იმედი გააჩინა. როდესაც სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მომავალს უყურებ, განსაკუთრებით ორი ლიდერის, [სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ] ფაშინიანისა და [აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ] ალიევის პოზიციების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შექებას იმსახურებს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს ამ ორი ქვეყნის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად, მითუმეტეს, მათ შორის რთული წარსულის გათვალისწინებით. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ [ახლა სიტუაცია] იმედისმომცემია.
რაც შეეხება საქართველოს, ჩემთვის ეს განსაკუთრებით სამწუხარო ამბავია. მე ყოველთვის დემოკრატიული საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მივიჩნევდი თავს. იქ არაერთხელ ვარ ნამყოფი. ვიყავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი… და ახლა იმის დანახვა, როგორ იშლება ქართული დემოკრატია და როგორ ძლიერდება რუსული გავლენა სულ უფრო და უფრო… ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ასევე ძალიან ცუდია მთელი რეგიონისთვის, რადგან საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო. საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებს იმედს აძლევდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელსაც ვფიქრობ, ქართველი ხალხის უმრავლესობა უჭერს მხარს — დემოკრატიას", — განაცხადა ლუიკმა.
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები