ბიზნესსუბიექტებს, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისას, ჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, განმეორებითი ქმედებისას — სისხლის სამართლის
ოცნების პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭრია.
ოცნების პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განაცხადებით, ბიზნესსუბიექტებს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისას ჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, განმეორებითი ქმედების შემთხვევაში — სისხლის სამართლის.
თავდაპირველად, "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებით ბიზნესსუბიექტებს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისთვის 20 000 ლარი იყო, ხოლო განმეორების შემთხვევაში — 40 000 .
"მეწარმემ უნდა აკეთოს ის საქმე, რისთვისაცაა შექმნილი კონკრეტული იურიდიული პირი, აკეთოს ბიზნესი. ამავდროულად, თუ პირს უნდა, პოლიტიკური აქტივობით დაკავდეს, არსებობს შესაბამისი წესი და ფორმა. დარეგისტრირდეს პოლიტიკურ პარტიად და თავისი პოლიტიკური საქმიანობა განახორციელოს.
კიდევ ერთი ტყუილი, რასაც ამბობენ — თუ მაგალითად რომელიმე საწარმოს დირექტორი პოლიტიკურ პოსტს დაწერს, პასუხისმგებლობას გამოიწვევსო. ეს არასწორია. ერთია იურიდიული პირის პასუხისმგებლობა და მეორეა ფიზიკური პირის პასუხისმგებლობა, რომელიც გამიჯნულია 1995 წლიდან თუ 1997 წლიდან, მას შემდეგ, რაც არსებობს სამოქალაქო კოდექსი.
გთავაზობთ, შეიძლება, სამსჯელო იყოს, რამდენად რელევანტურია დიდი მოცულობის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც 20 000 ან 40 000 შეიძლება არ იყოს მბოჭავი, რომ სამართალდარღვევაზე ხელი აიღოს, ხომ არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ბიზნესსუბიექტის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რათა კიდევ უფრო იყოს უზრუნველყოფილი, რომ ბიზნესის ფული არ იყოს დაბანდებული პოლიტიკაში.
ჩემი შემოთავაზება იქნება, მეორე მოსმენის ფარგლებში შესაბამისი ჩანაწერიც გაჩნდეს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, რომ მეწარმე იურიდიული პირი თუ პოლიტიკური აქტივობით დაკავდება, პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და მომდევნო ჯერზე — სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას," — განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძეს განცახდებით, სიცრუეს შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ემიგრანტის მიერ საქართველოში საყოფაცხოვრებო მიზნით ჩარიცხული თანხის აღების შემთხვევაში პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება.
"ავრცელებენ ასეთ ტყუილებს, რომ თითქოს ემიგრანტის მიერ საქართველოში, თავის ოჯახში, საყოფაცხოვრებო მიზნით ჩარიცხული თანხა თანხმობის გარეშე შეუძლებელია, რომ ჩაირიცხოს და ჩარიცხვის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს – ტყუილია.
ტყუილია, რომ IT-სპეციალისტები, რომლებიც ემსახურებიან, მაგალითად, წერენ კოდებს და იღებენ ანაზღაურებას უცხოეთიდან, მათ საქმიანობაში ხელი შეეშლებათ.
ასევე წერენ აბსოლუტურ ნონსენსს სხვადასხვა სპორტულ ფანკლუბთან დაკავშირებით, თითქოს, თუ ფანკლუბის წევრმა რამე შეღავათი მიიღო უცხოური საფეხბურთო კლუბისგან, ესეც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი გახდება, ტყუილი გახლავთ," — განცახადა გორდულაძემ.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებები ხორციელდება: პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი წლის განმავლობაში მიღებულია უცხოური ძალისგან, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის ეკრძალება. კირცხალიას თქმით, მომზადდა მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებიც.
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას" ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას"
გადახედვა
-
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში 1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
-
NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები
გადახედვა
-
შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები