შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
შალვა პაპუაშვილი თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებას ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ერთი დიდი, ერთიანი უნივერსიტეტი იყო ივანე ჯავახიშვილის იდეა. ეს იყო მისი მიზანი, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქმნიდა. რაც შეეხება სტუდენტებს, მისი თქმით, მათთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები.
"უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმა ასეც დაანონსდა, რომ ეს იქნება ისტორიული რეფორმა საქართველოს განათლების, რომელიც თვისებრივად შეცვლის სასკოლო და უმაღლეს განათლებას საქართველოში. იმაზე კი არ ექნებათ საფიქრელი ჩვენს ახალგაზრდებს, რომ წავიდეს საზღვარგარეთ და როგორმე სხვაგან ისწავლოს, არამედ ადგილზე, საკუთარ საზოგადოებაში, მათთვის ნაცნობ სოციალურ გარემოში ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სასკოლო და უმაღლესი განათლება. ეს არის ის მიზანი, რომელიც ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩევლებს, მოქალაქეებს და ამას მივაღწევთ აუცილებლად. სწორედ ამ მასშტაბების შესაბამისი არის ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გახმოვანდა განათლების მინისტრის მხრიდან თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. მინდა ორივე უნივერსიტეტის თითოეულ პროფესორს და სტუდენტს ჩემი პატივისცემა დავუდასტურო. ყველას, ვისაც შეიძლება ჰქონდეს გულწრფელი კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას, თითოეულ კითხვას პასუხი გაეცემა. ხედავთ, რომ განათლების მინისტრი ამ მხრივ აქტიური არის სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრის მხრივ, პრემიერმინისტრი პირადად არის ჩართული და ყველა კითხვას, თუკი რამე არსებობს, ამას პასუხი გაეცემა", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, "ერთი დიდი, ერთიანი უნივერსიტეტი იყო ივანე ჯავახიშვილის იდეა".
"ვსაუბრობთ უმაღლესი განათლების თვისობრივ რეფორმაზე. ხომ გაიგეს ძირითადი კომპონენტები რა არის, თქვან, აბა, კომპეტენტური აზრი? და ერთადერთი აზრი რაც მოდის, რომ — შენობების გაყიდვა, შენობების გაყიდვა. არავისთვის მთავარი ამოცანა შენობების გაყიდვა, თუ გასხვისება არ არის. ჩვენი მთავარი არსი და აზრი არის ხარისხიანი განათლება. ერთი დიდი, ერთიანი უნივერსიტეტი იყო ივანე ჯავახიშვილის იდეა. ეს იყო მისი მიზანი, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქმნიდა. სახელმწიფო უნივერსტეტშივე შეიქმნა ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი და შემდეგ უკვე ბოლშევიკების დროს როდესაც ივანე ჯავახიშვილი გამოაგდეს თსუ-დან, მიაბრუნეს და დაახვედროს ისეთი გარემო, რომ იქ მიბრუნებას გადაჰყვა საბოლოო ჯამში, შემდეგ შექმნეს ცალკე, დაყვეს დაანაწევრეს, იმისთვის, რომ მეტი კონტროლი ჰქონოდათ აკადემიურ პერსონალზე თუ ა.შ.
სინამდვილეში ყველა, ვინც კეთილსინდისიერად დაფიქრდება, ყველა მიხვდება, რომ ეს სასარგებლოა ორივე უნივერსიტეტისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ამით გვექნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთიანი უნივერსიტეტი, სადაც ამ მიმარულებების მიხედვით, როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული, იქნება უმაღლესი დონის განათლება", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები