შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

28 Jan. 2026, 14:59

"სინამდვილეში ამ დებატებშია საქართველოს ხელისუფლება განუწყვეტლივ. აი, დღეს, ჩემი დღევანდელი ბრიფინგი-კომენტარი, პრემიერმინისტრი, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც ყველა მედიასთან არის. რეალურად ჩვენ, იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალური ოპოზიციის პარტიული ტელევიზიები არიან, ხომ იმ პარტიებთან დებატი გამდის, როდესაც მათი მედიის წარმომადგენლები არიან მონაწილე ამგვარი ინტერაქციისა. არ არსებობდა კითხვა, რომელზეც პასუხს გავურბივართ, რომელზეც პასუხი არ გვქნიდა, ჩვენი მზაობა ყოველთვის იყო.

მიზანი ის ხომ არ არის, კორიდა გაიმართოს და ყვირილი, ჩხუბი იყოს?! უნდა იყოს საგნობრივი დისკუსია, განხილვა სიძულვილის, წივილ-კივილის და შეძახილების გარეშე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ფორმატი უზრუნველყოფდეს მსგავს გარემოს.

ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებს, არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას და რა თქმა უნდა, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი დებატების მონაწილე ვიყოთ.

ეს ეხება რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას, რომელიც დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციას, დემოკრატიას, ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რადიკალური ოპოზიციის ეს ნაწილი და მისი ტელევიზიები უნდა დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ წესრიგს, აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ განვიხილოთ ამგვარ პარტიულ მედიაში მონაწილეობა დებატებში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო

ილონ მასკმა რეჟისორი, რომელმაც მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სოციალურ ქსელებში გააკრიტიკა. ოთხსაათიანი ფილმი…