რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა
ფოტო: Freepik
ყოველ ახალ წელს ბევრი ადამიანი მომდევნო წლის გეგმებს აქტიურად ადგენს: მაგალითად, ფიქრობს, რომ მეტ დროს გაატარებს ოჯახთან, დაიწყებს ჯანსაღად კვებას, დალევს ორ ლიტრ წყალს, მნიშვნელოვანი შენაძენისთვის დააგროვებს თანხა, მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებებს, იმოგზაურებს და ა.შ.
მაგრამ, რა მოხდება მაშინ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გეგმების შედგენის ნაცვლად, უპირატესობას მივანიჭებთ განტვირთვას?
რატომ გვჭირდება სამსახურისგან დასვენება?
ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის დასვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჩვენს თავებს არ მივცემთ მოდუნების საშუალებას — გადავიწვებით.
ფოტო: Freepik
გადაწვის შემთხვევაში, შესაძლოა, არა მხოლოდ სამუშაო საათების დროს შეხვედრებზე დასწრება გეზარებოდეთ, არამედ საყვარელ ადამიანებს თქვენი დაღლილობისგან გამოწვეული საუბრით გული ატკინოთ.
რა არის გადაწვა?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, გადაწვა არის "ხანგრძლივი, მოუგვარებელი სამუშაო სტრესი", რომლის ძირითადი სიმპტომებია:
- გადაღლა;
- ნაკლები ეფექტიანობა სამუშაო პროცესში;
- სამსახურის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.
გაითვალისწინეთ, რომ სტრესი და გადაწვა ორი სხვადასხვა მდგომარეობაა, ვინაიდან სტრესი დროებითია. მაგალითად, შესაძლებელია, საბოლოო პროექტის დედლაინამდე რამდენიმე დღე სტრესში იყოთ, თუმცა გადაწვა გრძელვადიანი პროცესია. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენმა საბოლოო პროექტმა კარგად ჩაიარა, თქვენ მაინც გადაღლილები ხართ.
რომლებია გადაწვის ნიშნები?
გადაწვისგან თავის არიდება უფრო მარტივია, ვიდრე სხეულის დაღლილობისგან აღდგენა. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, რათა თავიდან აირიდოთ გადაწვა და მისგან გამოწვეული პრობლემები. მისი ნიშნებია:
- თავის ტკივილი;
- ინსომნია (უძილობა);
- ზურგის ტკივილი;
- გაღიზიანება;
- არაჯანსაღად კვება;
- სამუშაოს არასათანადო შესრულება.
როგორ ავირიდოთ თავიდან გადაწვა?
პირველ რიგში, საკუთარ თავებს მოდუნების საშუალება მიეცით, რათა სტრესი აირიდოთ. ეს უკანასკნელი იწვევს კუნთის დაჭიმვას, რაც, მოგვიანებით, თავის ტკივილსა და ზურგის ტკივილში გადაიზრდება.
ფოტო: Freepik
გადაწვისგან თავის არიდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებაა. ეცადეთ, ძილის წინ სამსახურის საქმეებზე, პოტენციურ დაგვიანებულ დედლაინებზე არ იფიქროთ და ტელეფონი დაძინებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე გათიშოთ. ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ ტელეფონის მაღვიძარას ნაცვლად, ტრადიციულ მაღვიძარებზე შევაჩეროთ არჩევანი.
მარტივი გზები — როგორ დავამატოთ დასვენება ჩვენს განრიგში
ეცადეთ, ყოველდღიურად საკუთარი თავისთვის დრო გამონახოთ, მაგალითად, დღის 10 წუთი დაუთმოთ სეირნობას, ხოლო 30 წუთი წიგნის კითხვას. შეგიძლიათ, კვირის ერთი დღე დასვენებას დაუთმოთ და სამსახურებრივი პასუხისმგებლობები დროებით დაივიწყოთ.
დაიმახსოვრეთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რჩევების გათვალისწინება შეიძლება ლაბირინთს დაემსგავსოს, თუმცა თქვენი სხეულის სიგნალებზე მეტი ყურადღების მიქცევა სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია — დაისვენეთ, რათა არ გადაიწვათ.
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
კომენტარები