ზვიად ცეცხლაძე

21 Jan. 2026, 16:40

"სამარცხვინო და არაადამიანური იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ. მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება ჩაიდინოს ის, რაც ქოცებმა ჩაიდინეთ გუშინ!

ჩვენი მშობლები მთელი დღის განმავლობაში ყინვაში და ქარბუქში დააყენეთ. იცით, რომ დედის გული შვილის მოლოდინში ვერ გაუძლებს, სულ მეათასედი პროცენტი რომ იყოს შანსი, ის მაინც მოვა ციხესთან და დამელოდება იმიტომ, რომ დედაა და სხვაგვარად არ ძალუძს. თქვენ ამას ხედავდით და სიტყვა არ გაიმეტეთ, რომ ჩვენი მშობლები სახლში მაინც წასულიყვნენ და ამ იმედის ნაპერწკალზე ჩამოკიდებულები გაყინეთ ეს ადამიანები. მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ!

თქვენ გგონიათ, რომ ეგ წამება არ არის? ტელევიზორიდან მაყურებინებთ, თუ როგორ იყინება დედაჩემი ამ საშინელ ამინდში და მე, საკანში მყოფს, ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შემიძლია იმიტომ, რომ უსუსურია ადამიანი ციხეში და ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თქვენ გგონიათ, რომ ეს წამება არ არის?

ან კარგი, ჩვენ მტრები ვართ თქვენთვის და ბოლომდე გვიმეტებთ, მაგრამ არაპოლიტიკურ თემაზე დაჭერილმა კაცმა ან მისმა ოჯახმა რა დაგიშავათ? როდის შეგძულდათ ასე ადამიანი, ან რაზე ფიქრობთ საერთოდ? დღევანდელი კვერცხი ასე როგორ გირჩევნიათ ყველაფერს?! ყველაფერი ხომ წარმავალია, თქვენი თაობა წავა და ჩემი თაობა მოვა. ეს ხომ ბუნების კანონზომიერებაა და ამას ხომ ვერ შეცვლით? რაღაც საბაბი ხომ უნდა დაგვიტოვოთ, რომ ჩვენ მაინც ვიყოთ თქვენდამი მოწყალები მომავალში? რატომ გსურთ ასე ძალიან, რომ ჩემი თაობის მიზნად, ცხოვრების მიზნად, თქვენდამი შურისძიება, ანგარიშსწორება იქცეს? როდის შეგზიზღდათ ასე ძალიან საქართველო, ქართველი კაცი და ქართველი დედა?!"

წერს სინდისის პატიმერი ზვიად ცეცხლაძე.

ცნობისთვის, 19 იანვარს "ოცნების" მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორისაც არც ერთი იყო სინდისის პატიმარი. 

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და ჟურნალიტები, მათი გათავისუფლების მოლოდინში,19 იავნარს, მთელი დღე-ღამის განმავლობაში გლდანის ციხესთან იმყოფებოდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
  5. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას

გილოცავთ დედაენის დღეს! 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ…