გია ვოლსკი: მეუფე იაკობი სასულიერო პირია და პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდეს
ოცნების პარლამენტის ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის ქადაგებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირი "პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდეს." მისივე თქმით, სასულიერო პირები არც ერთ მხარეს ბრალს არ უნდა სდებდნენ და მათ ერთობისკენ უნდა მოუწოდებდნენ. მისივე განმარტებით, აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს განხილული პარლამენტში და არა ქუჩებში.
"მე მგონია, რომ მეუფე იაკობი სასულიერო პირია და პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდეს. ბრალს არ უნდა დებდნენ რომელიმე მხარეს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, ორივე მხარეს უნდა მოუწოდებდნენ ერთობისაკენ და უნდა იყვნენ მოწოდებული, რათა განსაცდელი აარიდონ ქვეყანას — როგორც "მამაო ჩვენოშია" ნათქვამი, თუმცა არქიმანდრიტმა კვარაცხელიამ დამაბრალა, რომ თურმე მე "მამაო ჩვენოც" არ ვიცი... ძალიან ცუდია, რომ არქიმანდრიტი იქნება, ეპისკოპოსი იქნება, სასულიერო თუ არასასულიერო პირი და რომელი კონფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ვერ ხედავს იმ მზაკვრულ გეგმას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დასახეს და ამ მზაკვრულ გეგმაში ერთ-ერთი სერიოზული აქტი, ერთ-ერთი სერიოზული მიმდინარეობა არის საზოგადოების გახლეჩა... აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს განხილული პარლამენტში და არა ქუჩებში,მით უმეტეს, თუკი მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან ადამიანები. არ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის მხარეს დადგე და თქვა, რომ საზოგადოება ხელისუფლებამ გახლიჩა", — თქვა გია ვოლსკიმ
ცნობისთვის, მეუფე იაკობმა თავის ქადაგებაში ნათლისღების დღესასწაული მიულოცა მთავრობას, ოპოზიციას და აქციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან დაწყებულა, არც 2012-დან დაწყებულა და საზოგადოებას შერუგებისკენ მოუწოდა.
"ამ დიდ დღეს [ნათლისღებას] ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი რატომ დარბიან, რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი საქმე გვეკეთებინოს, ქართული საქმე... ნურავინ ნუ დავიბრალებთ, რომ — ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით არაფერი არ იქნებოდა — საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან დაწყებულა, არც 2012-დან დაწყებულა...
ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყო ეს ყველაფერი. რაღაცა შეცდომებს პატიობს ქრისტე და ჩვენც რაღაც ისე გავაკეთოთ. დავუძახოთ, მოვიდნენ მაინც და დაველაპარაკოთ. მთავრობამ და ეკლესიამ ერთად დავუძახოთ. ჩვენ რამდენი წელია ვიძახით შევრიგდეთ, შევრიგდეთო. ხან ვინ გამოხტება, ხან ვინ გამოხტება და ერთმანეთს როგორ მიმართავენ. მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, თავისი ის არის... მერე ყველა ვნახავთ ვის უნდა და ვის არ უნდა მშვიდობა. არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება.ეს არის ველურობა — სხვა არაფერი არ არის. მოდი, მაგაში შევეჯიბროთ ერთმანეთს. საქართველოსთვის სიკეთე ვაკეთოთ ყველამ ერთად. არ ვიტრაბახოთ "მე რომ არა, მე რომ არა". არავინ არ არის შეუცვლელი", — თქვა მეუფე იაკობმა.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები