ფოთელი პედაგოგის, იგორ კეკელიასთვის მუქარის ფაქტზე დაკავებულს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ფოთელი პედაგოგის, იგორ კეკელიასთვის მუქარისა და ჯანმრთელობის ხელყოფის მუქარის შემცველი მესიჯების გაგზავნის ფაქტზე დაკავებულ 2006 წელს დაბადებული თ.ხ.-ს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მუქარას წინ უძღოდა იგორ კეკელიასთვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუქარის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ადვოკატის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პედაგოგის სურვილი იყო ბრალდებულის წინააღმდეგ პატიმრობა არ გამოეყენებინათ.
"პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ, პედაგოგის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.
იგორ კეკელიას კი მუქარის განხორციელების ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
დაზარალებული პედაგოგი გამოთქვამს სურვილს, რომ საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა არ შეეფარდოს. სავარაუდოდ, იგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც.
გრძელდება საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა დანაშაულებრივ ქმედებებზე სათანადო რეაგირების მიზნით," — წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, 11 იანვარს, პედაგოგმა იგორ კეკელიამ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ მას, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს. მომხდარის შემდეგ მან სკოლის დირექციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბულინგს და შანტაჟს — საბოლოოდ, პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს.
პედაგოგის განცხადებით, პროკურატურას 10 დეკემბრიდან დღემდე "გონივრული ვადა ჰქონდა", მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიება ჩაეტარებინა.
"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გავრცელდა სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სავარაუდო გავრცელების შესახებ მაცნობეს პოლიციიდან, მე გამოვცხადდი, რასაკვირველია, პოლიციაში, რადგან ეს საქართველოს კონსტიტუციით არის მძიმე დანაშაული. მე კატეგორიულად მოვითხოვე, რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და სავარაუდო გავრცელების ფაქტი თუკი ნამდვილად დადასტურდებოდა, სავარაუდო გამვრცელებლებიც, ბუნებრივია, უნდა დასჯილიყვნენ.
პროკურატურას გონივრული ვადა უკვე ჰქონდა იმისათვის, რომ 10 დეკემბრიდან დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადაედგა...
შემდეგ, მე რატომღაც ველოდი, რომ ჩემი სკოლის პედაგოგები გარკვეულ ემპათიას გამოხატავდნენ დაზარალებული პედაგოგის მიმართ, თუმცა დაზარალებულის სტატუსი დღემდე არა მაქვს მიღებული, მოწმის სტატუსით ვარ დაკითხული პოლიციასა და პროკურატურაში. ამას მოჰყვა სკოლაში დაშინება, ბულინგი, ზეწოლა. თუკი მსგავსი კადრები გავრცელდა, ეს ხელს შეუშლის სკოლაში შენს საქმიანობას, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტს, ამიტომ შენ უნდა დაწერო განცხადება და წახვიდე სამსახურიდანო," — განაცხადა პედაგოგმა.
ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, პედაგოგის სკოლიდან განთავისუფლება "მასწავლებლების საჩივრის საფუძველზე მოხდა" და სკოლამ პრობლემების მოგვარებისთვის "უმარტივესი უკანონო გზა" — დაზარალებულის სამსახურიდან განთავისუფლება აირჩია.
"არსებული ფაქტებიდან იკვეთება, რომ სკოლამ აირჩია უმარტივესი, მაგრამ უკანონო გზა — პრობლემის მოგვარება დაზარალებულის სამსახურიდან გათავისუფლებით. ნაცვლად მისი დაცვისა, სკოლამ დაიწყო პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგის სკოლიდან გაშვებას.
მოულოდნელად სკოლაში გაჩნდა სხვადასხვა საჩივარი მასწავლებლის წინააღმდეგ. ეს საჩივრები სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა უკიდურესად მოკლე ვადებსა და დარღვეული პროცედურებით:
პედაგოგს არ მიეწოდა საჩივრების შინაარსი;
არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა;
კომისია ჩატარდა კვირა დღეს, სხდომის ოქმი კი სხვა დღით დათარიღდა.
30 დეკემბერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაათავისუფლეს სამსახურიდან," — განაცხადა ადვოკატმა.
მიგინეიშვილმა ასევე დასძინა, რომ "ვიდეომასალა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა ნახა" და უწყებამ ჯერ-ჯერობით საქმის გამოძიება ვერ შეძლო.
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები