ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ?
ბზზზ...
ფოტო: პირველი არხი; EBU / On.ge
ნაცნობი და მონატრებული ბზუილი თუ შემოგესმათ, დროა, 2026 წლის ევროვიზიას თვალი მიადევნოთ. ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს წელს ჯგუფი ბზიკები წარადგენს. მარიამ კიკუაშვილი, გიორგი შიოლაშვილი და მარიამ თათულაშვილი, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას საბავშვო ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანეს 2008 წელს, ახლა "დიდების" ევროფესტივალის დასაპყრობად ემზადებიან.
დაბრუნება 18 წლის შემდეგ — რატომ ბზიკები?
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კი ზუსტად მახსოვს ის ემოციები, 2008 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვებისას რომ დამეუფლა, იმის მიუხედავად, რომ ასაკით თავად ბზიკებზე, იმ წლის ყველაზე პატარა კონკურსანტებზე, უმცროსი ვიყავი. ჯგუფს შიდაშესარჩევი კონკურსიდანვე ვგულშემატკივრობდი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ევროვიზია ჯუნიორს ტრიუმფით დავასრულებდით. ასეთივე აღტაცებით ვუყურებდი ბზიკების საბავშვო ევროვიზიის სცენაზე დაბრუნებას სულ რამდენიმე კვირის წინ, როცა ჯგუფმა 13 დეკემბერს თბილისში გამართულ კონკურსზე გიგა კუხიანიძის ახალი სიმღერა We Don't Sleep შეასრულა.
ბზიკები, როგორც საბავშვო ევროფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტრიუმფატორი, კონკურსის სცენაზე მოგების შემდეგ რამდენჯერმე დაბრუნდა: 2010 და 2022 წლებში ჯგუფი, სხვა გამარჯვებულებთან ერთად, ისევ გამოჩნდა და თავისი სიმღერა ბზზ... შეასრულა. თუმცა, სხვა არცერთ წელს არ მოჰყოლია მათ პერფორმანსს ისეთი გამოხმაურება, როგორც სულ ახლახან.
სიმღერა We Don't Sleep, ძალიან აკვიატებადი და ამყოლი მისამღერით, სოციალური ქსელების მორიგ ტრენდად იქცა. მხოლოდ ტიკტოკზე სიმღერის საუნდზე უკვე 2 500-ზე მეტი პოსტი იძებნება. ვიდეომ კი, სადაც ბზიკების 17-წლიანი სხვაობა იყო ნაჩვენები, 10 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. გატრენდდა და ტიკტოკის ცეკვად იქცა საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერაც ბზზ... — ამ ვიდეოებში ნახავთ, რომ სიმღერაზე მოცეკვავე კრეატორების დიდი ნაწილი ალბათ დაბადებულიც კი არ იყო, როცა ბზიკებმა კონკურსი მოიგო.
ამ ყველაფერთან ერთად, 13 დეკემბრის გამოსვლის შემდეგ, იზრდებოდა ინტერესი ევროვიზიის ფანდომშიც. "როდის ვიხილავთ ამ ნიჭიერ ადამიანებს დიდების ევროვიზიაზე?", — ასეთი კომენტარით გამოეხმაურა ბზიკების პერფორმანსს ევროვიზიის მიმომხილველი ყველაზე დიდი გამოცემა Wiwibloggs. ვივიბლოგსის აზრზე იყო ევროვიზიის უამრავი ფანიც, რომლებიც კონკურსის ოფიციალურ ინსტაგრამზე (სადაც ასევე აიტვირთა ბზიკების გამოსვლა), ითხოვდნენ, საბავშვო ევროფესტივალის ტრიუმფატორი ჯგუფი კონკურსზე დაბრუნებულიყო.
სხვათა შორის, We Don't Sleep-ის ლაივ პერფორმანსი ასევე აიტვირთა ევროვიზიის იუთუბარხზეც. ზოგი ფიქრობს, რომ რამდენიმე თვეში ვიდეოს სახელი შეეცვლება და კუხიანიძის კომპოზიცია ოფიციალურად გახდება საქართველოს საკონკურსო სიმღერა წლევანდელ ევროვიზიაზე...
შეიძლება ასე მოხდეს? რა შანსები გვექნება ამ შემთხვევაში?
კი — We Don't Sleep თავისუფლად შეიძლება საქართველოს საკონკურსო სიმღერა გახდეს. ჯერჯერობით მაინც უცნობია, რა სიმღერით წარდგება ჯგუფი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, 70-ე საიუბილეო ევროფესტივალზე. თუმცა, გიგა კუხიანიძის კომპოზიცია საევროვიზიო სიმღერისთვის დაწესებულ ორ მთავარ მოთხოვნას აკმაყოფილებს: ოფიციალურად გამოსულია 1-ელი სექტემბრის შემდეგ და ქრონომეტრაჟით არ აღემატება 3 წუთს.
უკვე გაცვეთილ ფრაზას გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ევროვიზია ძალიან არაპროგნოზირებადი და მოულოდნელობებით სავსე კონკურსია. ამდენად, რთულია, წინასწარ თქვა, რამდენად გაქვს წარმატების მიღწევის შანსი. თუმცა, შესაბამისი წინაპირობა და ცოტა "ფორაც" საქართველოს წელს უკვე აქვს: ამ დრომდე შერჩეული წლევანდელი მონაწილეებისგან განსხვავებით, ბზიკებს ევროვიზიის ფანები კარგად იცნობენ და ჯგუფი უყვართ. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ახალმა სიმღერამაც (სპოტიფაიზე მას 430 ათასზე მეტი სტრიმი აქვს), რომელმაც ჯერ კიდევ საბავშვო ევროვიზიის დარბაზში ააცეკვა ყველა. ისე კი, ბზიკები ევროვიზიის ფანდომში არც არასდროს დავიწყებიათ: 2022 წლის ევროფესტივალის ნიდერლანდელმა მონაწილემ, S10-მა, ბზზ... ყველა დროის ყველაზე საყვარელ საევროვიზიო სიმღერად დაასახელა.
მონაწილის და თუნდაც სიმღერის შერჩევა ევროვიზიაზე წარმატების ფორმულის მხოლოდ ერთი ნაწილია. მართალია, ევროფესტივალი საბოლოო ჯამში მაინც სიმღერის კონკურსია და სწორედ სიმღერა წყვეტს, რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი იქნება ქვეყანა მოცემულ წელს, თუმცა, არსებობს სხვა ფაქტორებიც: წინასაკონკურსო კამპანია, სასცენო დადგმა და კონკურსზე გამოსვლის რიგითობაც კი (უკვე ვიცით, რომ საქართველო წელს პირველ ნახევარფინალში, 12 მაისს წარდგება და შოუს პირველ ნახევარში, 1-ელიდან მე-8 ნომრამდე, იასპარეზებს). ამასთან, მნიშვნელოვანია, რამდენად დიდი კონკურენციაა ამა თუ იმ წელს. 2026-ში კი, ისეთი პირი უჩანს, რომ საკმაოდ დრამატული კონკურსი გველოდება წინ...
აქამდე თუ მიუღიათ საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულებს დიდების კონკურსზე მონაწილეობა?
კი, თან არაერთხელ. ევროვიზია ჯუნიორის ტრიუმფატორები "დიდების" ევროფესტივალზე პირველად 2014 წელს გამოჩნდნენ. მაშინ რუსეთი 2006 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულებმა, დებმა ტოლმაჩევებმა, წარადგინეს და მე-7 ადგილი დაიკავეს.
მე-7 ადგილი ერგო ასევე მალტელ დესტინი ჩუკუნიერეს 2021 წლის ევროვიზიაზე. დესტინი 2015 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული და, სხვათა შორის, ბზიკების აქტიური გულშემატკივარიცაა — ინსტაგრამპოსტზე იგი მხარდამჭერი კომენტარით გამოეხმაურა ჯგუფის საქართველოს წარმომადგენლად დასახელებას.
რა გასაკვირია, რომ ბზიკების გულშემატკივარია ირუც — 2011 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული (როგორც ჯგუფ ქენდის წევრი) — რომელმაც საქართველო 2023 წლის ევროფესტივალზე წარადგინა.
თუმცა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს საბავშვო ევროვიზიაც მოეგო და დიდების ევროფესტივალიც. იმედს ვიტოვებ, წელს ამ პრეცედენტის შექმნასთან მაქსიმალურად ახლოს ვიქნებით.
რამდენად წარმატებულია საქართველო ევროვიზიაზე
ფოტო: EBU
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელსაც ყოველწლიურად 160 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს, საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა — მაშინ სოფო ხალვაშმა, სიმღერით Visionary Dream, ჩვენს ქვეყანას მე-12 ადგილი მოუტანა. ათეულში პირველად მესამე მცდელობისას, 2010 წელს აღმოვჩნდით, ამჯერად — სოფო ნიჟარაძის სიმღერით Shine. ნიჟარაძის წარმატება გაიმეორა მომდევნო წელს ჯგუფმა Eldrine-მაც და ეს შედეგი, მე-9 ადგილი, დღემდე რჩება საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევად კონკურსზე.
პერსპექტიული სტარტის მიუხედავად (მონაწილეობის პირველ წლებში ფინალს არასდროს ვაკლდებოდით), საქართველო ევროფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ქვეყნად იქცა: ჯამში 17 მცდელობიდან ფინალში გადასვლა მხოლოდ 8-ჯერ შევძელით. მეტიც, ზედიზედ ექვსი წლის განმავლობაში (2017-დან 2024-მდე) კონკურსს ნახევარფინალიდანვე ვეთიშებოდით. ასე რომ, ქართველი ევროფანების მოლოდინებიც თანდათანობით შემცირდა ტოპ-პოზიციებიდან ფინალში გადასვლამდე...
ზემოთ კი პროგნოზებს მოვერიდე, მაგრამ გეტყვით, რომ, როგორც რიგით ევროფანს, წლების და მრავალი იმედგაცრუების შემდეგ, პირველად მაქვს ბევრად მეტის მოლოდინი.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?

კომენტარები