შალვა პაპუაშვილი: შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი და გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოევბაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ "ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი და გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებებსა და დასკვნებს".
"66 ორგანიზაცია დატოვა აშშ-მა, როგორც გუშინ განაცხადეს მათ. თავისთავად ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მასში წევრობა და ამ ორგანიზაციების ფარგლებში საკითხების განხილვა, აღარ არსებობს, მორღვეულია. როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი და მათ შორის გამოდის ასეთი დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციები, თავისთავად აჩვენებს იმას, რომ მათ სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შეყენებული და ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.
რაც შეეხება ვენეციის კომისიას კონკრეტულად, ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ იმას, რომ ვენეციის კომისია იქცა ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად , იმისთვის, რომ ქვეყნებს თავს მოახვიონ სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არაერთხელ, როცა ჩვენ ვნახეთ, ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა, პოლიტიკური დასკვნები და მოსაზრებები, რაც აშკარად იკვეთება ვენეციის კომისიის ანგარიშებში, ამაზე ჩვენ მათ შორის ვენეციის კომისიისთვისაც გვაქვს შეხვედრების დროს ნათქვამი.
ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ, ვენეციის კომისია გახლავთ ერთ-ერთი ინსტიტუტი ევროსაბჭოში და ჩვენთვის როგორც წევრი სახელმწიფოსთვის შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი და იმ პროფესიული სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, რაც იყო პატივცემული და მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის, გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებებსა და დასკვნებს. ზუსტად ეს დაადასტურა დღეს აშშ-მა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისიის წევრობა და დატოვა ამ დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაცია. ეს, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია იმ თავდაპირველ მისიას, რომელიც ჩადებული იყო მასში" — განაცხადა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ 6 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვენეციის კომისია საქართველოზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს.
მისი განმარტებით, დასკვნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონს შეეხება, რომლითაც პარტიების აკრძალვა იგეგმება. ვენეციის კომისიის ვებგვერდზე დასკვნის მომზადების სავარაუდო თარიღად 2026 წლის მარტია მითითებული.
"ვენეციის კომისია საქართველოზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს.
ამჯერად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონზე, რომლითაც რეჟიმი პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად.
ეს მოთხოვნა ვენეციის კომისიას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა გადასცა დეკემბრის დასაწყისში და ვენეციის კომისიამ უკვე გამოაქვეყნა ვებგვერდზე.
დასკვნის მომზადების სავარაუდო თარიღად მითითებულია 2026 წლის მარტი", — დაწერა გიორგი ბურჯანაძემ.
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები