მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურანტი მონაზონი თეკლა კუბლაშვილი ეკლესიიდან განკვეთეს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ეპარქიის სასამართლომ მონაზონი თეკლა კუბლაშვილი "ურჩობისა და თვითნებობის გამო განტევებულ-იქნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიიდან". განაჩენი ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის წინაშე ჩადენილ "მძიმე დანაშაულს" უკავშირდება.
"2025 წლის ხუთ მაისს,მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) ,ურჩობისა და თვითნებობის გამო განტევებულ-იქნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიიდან.ამავე წლის ორ ივნისს მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) უკავშირდება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) და ამცნობს კონკრეტული მძიმე დანაშაულის შესახებ.დანაშაული მდგომარეობდა შემდეგში — მან მღვდელმთავრის და ეპარქიის წევრ სასულიერო პირთა წინაშე საჯაროდ აღიარა,რომ ერთი წლის მანძილზე გადაბირებული იყო კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის მიერ და მათგან იღებდა სხვა და სხვა დავალებებს. გაჰქონდა საეპისკოპოსო რეზიდენციიდან პრივატული საუბრები და კონფიდენციალური ინფორმაციები. ასევე, მან აღიარა,რომ მას ამზადებდნენ მღვდელმთავრის სიცოცხლის მოსპობისთვის საწამლავის გამოყენებით.მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი დანაშაულებისა,მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) მამობრივი შემწყნარებლობით ისევ იქნა მიღებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში და სინანულისთვის დროებით გაგზავნილ-იქნა კონკრეტულ მონასტერში,საიდანაც ჩვენთვის უცნობი გარემოებებით აღმოჩნდა ერში,სადაც იგი მის მიერვე მხილებულ დამნაშავეთა ჯგუფს შეუერთდა,ვითარცა "ძაღლი მიექცა ნათხევარსა თვისსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწვირისასა." (პეტრ.ll-22).მიუხედავად არა ერთი მოწოდებისა და შეგონებისა,მან დანაშაულს დანაშაული დაუმატა და ჩაერთო ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ კამპანიაში მმართველი მღვდელმთავრის და ეპარქიის წინააღმდეგ.მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდის ეპისკოპოსის წინააღმდეგ, რათა ჩრდილი მიაყენოს მას და შფოთი შეიტანოს მრევლში.
1.3 განჩინება
საეპარქიო სასამართლომ იმსჯელა და განიხილა საქმის ფაქტობრივი მტკიცებულებები და განაჩინა :
ბრალდებული მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში ( მოციქულთა მე-15;55-ე. IV მსოფ.18. VI.მსოფლ.34. ბასილი დიდის 64-ე. და სრულიად განიკვეთოს სამონაზვნო დასიდან,დაყვანილ იქნას ერისკაცობამდე და დაუბრუნდეს ერის სახელს - ნატალია კუბლაშვილი.აეკრძალოს სამონაზვნო შესამოსლით შემოსვა,აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება," — ვკითხულობთ განჩინებაში.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ გამოაქვეყნა საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინამძღოლის, გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.შ. დამნაშავედაა ცნობილი.
საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმის მიხედვით, ბრალმდებელი და მომჩივანი მონაზონი თ.კ.-ა, ბრალდებული — "საერო პირი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საზღვრებში მოქმედი ბატონი გ.შ."
საეპისკოპოსო სასამართლოს განჩინებით, "ბრალდებულ ბატონ გ.შ-ს გულწრფელ სინანულამდე აეკრძალა ზიარება", ხოლო სინანულის შემთხვევაში 20 წლით უზიარებლობის განაჩენი გამოუტანეს. საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი 6 ივნისითაა დათარიღებული და მას ხელს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აწერს.
საქმე ეხება 8 ივნისს ეპისკოპოსის ქადაგებას. მისი თქმით, მთავრობის მოქმედ წევრს, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელს, მონაზონი ჰყავდა "დავერბოვკრებული" და მისი მეშვეობით წამლავდა.
მოგვიანებით, გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანი ცილისწამებაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. 12 დეკემბერს პირველი სასამართლო სხდომა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
- "არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან" — ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი მის სავარაუდო მოწამვლაზე
- მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო სასამართლომ ეპისკოპოს გიორგის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავე დაადგინა
- გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებისთვის უჩივლა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები