კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა
"მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა", — ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე კითხვა-პასუხის დროს ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის.
"ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გვაქვს გაკეთებული. აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს კი ბაზრის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების გაკეთება, პროექტის მომზადება დაევალა. ჩვენ დავიქირავეთ ევროპული კომპანიები, რომლებმაც კვლევა დადეს და პროექტი დაახლოებით, 300 მლნ ევრო დაჯდებოდა. როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამხელა თანხის დახარჯვა, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა "ახმეტელის თეატრისა" და "ვარკეთილის" მეტროსადგურების ხაზების დაგრძელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა. ყველაფერი დავთვალეთ და პრიორიტეტებს მივაქციეთ ყურადღება", — განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ვაკის პარკს, დედაქალაქის მერის თქმით, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და დარჩენილია ე.წ. კასკადის პროექტი, რომელსაც უცხოური კომპანია შეასრულებს.
"ვაკის პარკი ერთ-ერთი მსხვილი რეკრეაციული სივრცეა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია ე.წ. კასკადი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მოიძებნა კომპანიები, ვინც აღნიშნულ პროექტს განახორციელებდა და შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებდა. ჩემი მოადგილე ანდრია ბასილაია აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და უცხოელების ჩართულობით, წარმოდგენილია პროექტი, რომელიც მომდევნო წლებში განხორციელდება. ამით ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდება", — აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა შეკითხვას ყოფილი იპოდრომის ადგილზე ცენტრალური პარკის მოწყობისა და მიწისზედა მეტროს პროექტის შესახებაც.
"იპოდრომის პარკის მოწყობის პროექტს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ახორციელებს და ამისთვის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მინდა მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. წინა ხელისუფლების პირობებში, იპოდრომი გასხვისებული იყო და საცხოვრებელი კორპუსების აშენება იგეგმებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ტერიტორია გამოისყიდა და მიმდინარეობს პარკის მოწყობა. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცემა", — განაცხადა კალაძემ.
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები