რა განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის?
ფოტო: სმარტფარმი
ცივი სეზონის დადგომასთან ერთად ბევრი ადამიანი ავადდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით. ხშირად რთულია, გავარჩიოთ მათთვის დამახასიათებელი ნიშნები გაციებითაა გამოწვეული თუ ვირუსებით, რომლებიც ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტიურდება. სწორედ ამიტომ საზოგადოების დიდი ნაწილი არასწორად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა გაციება, გრიპი და სხვ.
ფარმაცევტული კომპანია სმარტფარმი წარმოგიდგენთ სტატიას, რომელშიც გავარჩევთ გაციებასა და გრიპს შორის განსხვავებებს. მათი დიფერენცირება კი მკურნალობის სწორად წარმართვასა და მედიკამენტების გონივრულად მიღებაში დაგვეხმარება.
რას გულისხმობს ტერმინი გაციება?
სურდო, ცხვირის გაჭედვა, ყელის მსუბუქი ტკივილი და გაღიზიანება, ხველა, ზოგადი სისუსტე, დაბალი ტემპერატურა თუ სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი სხვა კლინიკური ნიშნები შეიძლება უბრალოდ შეციების დროსაც გამოვლინდეს. ამ დროს არ არის აუცილებელი მედიკამენტების მიღება, რადგან სიმპტომები მალე თავისით ქრება.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გაციებას ხშირად უწოდებენ ზედა სასუნთქი გზების მსუბუქ ვირუსულ ინფექციებს, რომლებიც, როგორც წესი, არ იწვევს გართულებებს და რამდენიმე დღეში იკურნება.
რა არის გრიპი და რატომ არის ის უფრო სახიფათო?
გრიპი სერიოზული ვირუსული ინფექციაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, განსაკუთრებით დაქვეითებული იმუნიტეტის ან დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევებში. გართულებებს შორის ყველაზე ხშირია:
- პნევმონია — ფილტვების ანთება, რომლის დროსაც პაციენტს აღენიშნება ძლიერი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, მუდმივი ხველა, ქოშინი და ა.შ. პნევმონია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, განსაკუთრებით ბავშვებში, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
- ბრონქიტი — ეს არის ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ და ხანგრძლივ ხველას, ქოშინს და დისკომფორტს გულმკერდში. მისგან სრულად გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა სჭირდება.
- ყურის ინფექცია (ოტიტი) — განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. ვლინდება ყურის ტკივილით, ყურში წნევის შეგრძნებით, სმენის დაქვეითებითა და ზოგჯერ სითხის დაგროვებითაც. აუცილებელია ყურადღება, იმისთვის, რომ არ გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში.
- სინუსიტი — ეს ცხვირის ღრუების (სინუსების) ანთებაა, რომლის დროსაც პაციენტს აღენიშნება გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის გაჭედილობა, თავის ტკივილი და ტკივილი სახის მიდამოში.
გარდა ამ გავრცელებული გართულებებისა, გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს იშვიათი, თუმცა ჯანმრთელობის სახიფათო მდგომარეობები, მაგალითად:
- გულის გართულებები — მიოკარდიტი (გულის კუნთოვანი შრის ანთება) და პერიკარდიტი (გულის გარეთა გარსის ანთება), რომლებიც იწვევს გულმკერდის ტკივილს, სუნთქვის გაძნელებას და გულის რიტმის დარღვევებს.
- ნერვული სისტემის გართულებები — ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება) ან გილენ-ბარეს სინდრომი, იშვიათი პათოლოგია, რომლის დროსაც იმუნურ სისტემა უტევს ნერვებს. ამ დროს ირღვევა კოორდინაცია, ცნობიერება და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ფუნქციები.
ამ და სხვა გართულებების გამო, ხშირად აუცილებელია სწორად განვსაზღვროთ რასთან გვაქვს საქმე — უბრალო გაციებასთან (რომელშიც შესაძლოა, ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექციებიც მოვიაზროთ) თუ გრიპთან.
როგორ ამოვიცნოთ გრიპის სიმპტომები?
გრიპი, სასუნთქი გზების სხვა ვირუსული ინფექციებისგან ან/და უბრალოდ გაციებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ხშირად უეცრად და მწვავე სიმპტომებით იწყება. გრიპის მთავარი კლინიკური ნიშნებია:
- მაღალი ტემპერატურა
- კუნთების და სახსრების ძლიერი ტკივილი
- მუდმივი სისუსტე და დაღლილობა
- გამონადენი ცხვირიდან, მსუბუქი ხველა ან ყელის ტკივილი
- თავის ტკივილი
- ცრემლდენა ან თვალების გაღიზიანება
გრიპის ნიშნები შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად დამძიმდეს ბავშვებში, ხანდაზმულებში, ორსულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. ამიტომ მათ შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.
როგორ ვუმკურნალოთ გაციებასა და გრიპს?
გაციება და მსუბუქად მიმდინარე გრიპის შემთხვევაში მკურნალობა ძირითადად მსგავსია და სიმპტომების მართვას მოიცავს. სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად აუცილებელია:
- დასვენება — გრიპის დროს ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა ორგანიზმს ჰქონდეს მეტი ენერგია ვირუსთან საბრძოლველად.
- სითხის მიღება — წყალი, ჩაის მცენარეული ნაყენები და წვენები ხელს უწყობს ორგანიზმის ჰიდრატაციას.
- ტემპერატურის კონტროლი — გაციებისა და ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექციები დროს ტემპერატურა იშვიათად ვლინდება, გრიპს კი ის ხშირად ახასიათებს. თუკი ტემპერატურა 38°C-ზე მაღალია ან რამდენიმე დღის განმავლობაში არ ნარჩუნდება, შესაძლოა საჭირო გახდეს სიცხის დამწევი საშუალებების მიღება.
- სხვა სიმპტომების მართვა — კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი ან ხველა, ხშირად მსუბუქი საშუალებებითაც იკურნება, თუმცა თუ საქმე რთულად მიმდინარე გრიპთან გვაქვს, შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობის პროცესში უფრო ძლიერი მედიკამენტების ჩართვა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, დანიშნულებისთვის მიმართოთ სპეციალისტს.
როგორც წესი, გაციება და მსუბუქი ვირუსული ინფექციები თვითმკურნალობას ემორჩილება, თუმცა გრიპის შემთხვევაში, შეიძლება დამატებითი ზომების მიღება გახდეს საჭირო. ამიტომ, თუ სიმპტომები მძიმდება და არ ექვემდებარება სახლში მკურნალობას, აუცილებლად ჩანიშნეთ ვიზიტი ექიმთან.
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან?
გრიპისგან თავის სრულად დაცვა ხშირად ვერ ხერხდება, თუმცა რისკების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია მარტივი ჩვევებითა და პრევენციული ღონისძიებებით. პირველ რიგში, გირჩევთ, აიცრათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსით დაინფიცირების ალბათობას. გარდა ამისა, გრიპისა თუ სხვა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია ჰიგიენური ნორმების დაცვა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა. ასევე, მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტი დაინფიცირებულ პირთან და ხშირად გაანიავეთ დახურული სივრცეები.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები