თამარ ჩერგოლეიშვილი

16 Nov. 2025, 20:04

"მე მინდა, რომ ეთერიც მივცე, დებატებშიც დავუჯდე, ყველგან შევიდე, ყველა მოედანზე დავუპირისპირდე ლეგიტიმურად და დემოკრატიულად და გავანულო ამომრჩევლის თვალში, ის კი არ მინდა ვინმემ აკრძალოს ეს პარტია და მერე მე იქ დავლური ვიცეკვო, ეგ რა სისულელეა. ეგ, ვისაც თავში აზრად მოუვა საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკიდან, რომ აკრძალავს ბიძინა პარტიებს და მერე ესენი შევლენ არჩევნებში და რაღაცა დემოკრატიას დაამყარებენ, ეგ რა სისულელეა საერთოდ, ეგეთი რამე თავში აზრადაც არ მომივა.

სანამ ნაციონალური მოძრაობა აკრძალულია, ფედერალისტები არჩევნებში არ შევალთ, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა გვძულდეს ეგ პარტია იმიტომ, რომ არ არის ეგ სწორი.

სწორია კონკურენტების სამართლიანი წესებით დამარცხება, ამიტომაც ვერჩი ნაციონალურ მოძრაობასაც, რომელიც გეუბნება მიშა არ გააკრიტიკო, თორემ ეთერიდან დაგბლოკავ და მინდა, რომ ეგეც ვაჩვენო, რამდენი უმსგავსობაც არ ჩაიდინეს, საბოლოო ჯამში მაინც წესიერებამ და პატიოსანი თამაშის წესებმა აჯობა იმიტომ, რომ თუ ჩვენ წარმატების მაგალითი შევქმენით პატიოსანი წესებით თამაშის, დემოკრატიული პოლიტიკის და ასე შემდეგ, დემოკრატიული გახდება პოლიტიკა, ტრენდი ეგ გახდება."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა

საიდუმლო არ არის, რომ თანამედროვე ადამიანები და ნეანდერტალელები ერთმანეთთან წყვილდებოდნენ: დღეს მსოფლიოს მოსახლეობის…