დავით მათიკაშვილი

14 Nov. 2025, 19:17

დავით მათიკაშვილი: "ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა ავყვეთ "დიფ სთეითის" იმ პროვოკაციებს, რომელზედაც პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა და იქ იყო ლაიტმოტივი ამ მესიჯის, რომ ცდილობენ ევროკავშირიდან, "დიფ სთეითი" ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ხელი ჩაგვაქნევინოს ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელებაზე, მაგრამ ამ პროვოკაციას ჩვენ არ ავყვებით. თუკი იქნება გაძევებული პეტერ ფიშერი, არ არის გამორიცხული, რომ მასზე ბევრად აგრესიული ელჩი მოევლინოს გერმანიიდან საქართველოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხებს და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა და ის მრავალწლიანი ურთიერთობა, რაც საქართველოს და გერმანიას გააჩნია. პეტერ ფიშერის ქმედებებს, "დიფ სთეითის" სურვილებს არ უნდა შევწიროთ საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობა".

— განაცხადა ოცნების დეპუტატმა ლევან მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, მამუკა ცუცქირიძემ სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩთან საქართველოში, პეტერ ფიშერთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ფიშერმა სოლიდარობა გამოუცხადა მას და აქციის მონაწილეებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ