საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ავტომობილების ახალი პრემიალური ბრენდი LOTUS შემოვიდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქვეყანაში საავტომობილო სექტორის გაძლიერებასა და პარტნიორ კომპანიებთან ერთად საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, გეზ მოტორსმა, ქართულ ბაზარზე, ბრიტანული სპორტული პრემიალური ბრენდი LOTUS შემოიყვანა და კახეთის გზატკეცილის N15-ში ახალი შოურუმიც გახსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 35 მილიონი ლარია.
საქართველოში LOTUS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი კომპანია გეზ მოტორსია, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას, საქართველოში LOTUS-ის 3S და 4S სტანდარტის სადილერო ცენტრები განავითაროს. ასევე, ბრენდის გაყიდვების, სერვისისა და მომხმარებელთა გამოცდილება უმაღლესი სტანდარტით განახორციელოს.
2026 წლიდან გეზ მოტორსი LOTUS-ის ავტომობილების დისტრიბუციასა და სადილერო ქსელის განვითარებას ამიერ კავკასიის რეგიონში გეგმავს. უახლოეს ორ წელიწადში კი დაგეგმილია ორი ახალი შოურუმის თბილისსა და ბათუმში გახსნა, რაც LOTUS-ის ბრენდს, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე, კიდევ უფრო გააძლიერებს.
LOTUS-ის ავტომობილები 9 ნოემბრიდან წარმოდგენილი იქნება გეზ მოტორსის ახალ მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის N15 მდებარეობს.
“ქართულ ბაზარზე LOTUS-ის შემოსვლა ჩვენი გუნდის მრავალწლიანი შრომისა და მიზანმიმართული განვითარების შედეგია. მოხარულები ვართ, რომ ავტომოყვარულებისთვის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბრენდმა ნდობა გამოგვიცხადა. ეს არა მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობა, არამედ ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნაა. საქართველოს ბანკი ჩვენი სანდო და ერთგული პარტნიორია, რომელიც წლების განმავლობაში მხარს გვიჭერს, როგორც ფინანსური, ისე სტრატეგიული მიმართულებით. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ფინანსური რესურსების მოზიდვა, არამედ ნდობისა და სტაბილურობის სიმბოლოა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ გლობალურ ბრენდთან თანამშრომლობისას, როგორიც LOTUS-ია. ჩვენი სამომავლო გეგმა მოიცავს ამიერკავკასიაში სადილერო ქსელის განვითარებასა და ახალი შოურუმების გახსნას თბილისსა და ბათუმში. 2026 წლის პირველ კვარტალში კი, მომხმარებლებს სრულიად ახალ SUV-ს წარვუდგენთ, რომელიც LOTUS-ის ხასიათსა და ინოვაციურ სულს ინარჩუნებს ”, — განაცხადა ლევან მიქაძემ, გეზ მოტორსის კომერციულმა დირექტორმა.
“მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც არა მხოლოდ გეზ მოტორსისთვის, არამედ საქართველოს საავტომობილო ბაზრისთვისაც გამორჩეული მნიშვნელობისაა. ბაზარზე LOTUS-ის ბრენდის შემოსვლა მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას, ქართულ საავტომობილო ბაზარს კი რეგიონული მნიშვნელობის ცენტრად წარმოაჩენს. ჩვენთვის, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნის ახალ სტანდარტებს და ავითარებს ეკონომიკას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ დონეზეც“, — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ოსკოპელმა.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
კომენტარები