თეგეტა მოტორსი Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
ფოტო: თეგეტა
მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა — თეგეტა მოტორსმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ამჯერად პრესტიჟული კონკურსის, Customer Centricity World Series Awards 2025-ის გამარჯვებული გახდა. ღონისძიება, რომელიც დუბაიში გაიმართა, მსოფლიოს წამყვან კომპანიებს აერთიანებს; იმ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიმართულებით ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკას ნერგავენ. ღონისძიებას თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ფოტო: თეგეტა
საერთაშორისო კონკურს Customer Centricity World Series 2025-ზე თეგეტა მოტორსის წარმატების საფუძველი გახდა პროექტი Customer-centered Central Branch — ინიციატივა, რომელმაც კომპანიის ცენტრალური ფილიალი მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის ფლაგმანად აქცია. პროექტის მიზანი იყო სერვისის თითოეული ეტაპის გამარტივება და პერსონალიზება ისე, რომ პროცესი უფრო სწრაფი და გამჭვირვალე გამხდარიყო. ტრანსფორმაცია მოიცავდა, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე კულტურულ ცვლილებებს: განახლდა მომხმარებელთა ზონები, დაინერგა თანამედროვე CRM სისტემა და შევიდა ცვლილებები საოპერაციო პროცესებში.
ფოტო: თეგეტა
ნათია ნასრაშვილი, თეგეტა მოტორსის მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: თეგეტა მოტორსისთვის აღნიშნული გამარჯვება მხოლოდ საერთაშორისო აღიარება არ არის. ეს შინაგანი კულტურის ნათელი გამოვლინებაა. მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის ყოველდღიური პრაქტიკაა.
კიდევ უფრო საამაყო კი ის არის, რომ ეს ჯილდო ცენტრალური ფილიალისთვის მივიღეთ. ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ თეგეტა მოტორსის ეს გამორჩეული ფილიალი მეტად განვავითაროთ და მომხმარებელთა ყველა საჭიროება გავითვალისწინოთ. ეს ჯილდო კი კიდევ უფრო მეტი სტიმულია, განვითარების გზის უწყვეტად გასაგრძელებლად“.
Customer Centricity World Series 2025-ის კონკურსის ორგანიზატორი ARCET Global იყო, პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებმაც მომხმარებელზე ზრუნვა ბიზნესის მთავარ ფილოსოფიად აქციეს.
წელს კონკურსში 32 ქვეყნის 92 კომპანიიდან 211 განაცხადი შევიდა, ხოლო გამარჯვებულები 150-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტის შეფასებით გამოვლინდნენ. თეგეტა მოტორსი ევროპას ისეთ გლობალურ ბრენდებთან ერთად წარმოადგენდა, როგორებიცაა: Schneider Electric, Saudia, Caja Arequipa და Showdown Displays.
ნათია ნასრაშვილი, თეგეტა მოტორსის მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: “ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც თეგეტა მოტორსში ვიღებთ, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ — გავამარტივოთ მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილება, უზრუნველვყოთ სრული გამჭვირვალობა და შევქმნათ ბრენდის მიმართ ნდობის ძლიერი საფუძველი. მომხმარებელზე ზრუნვას ვიწყებთ ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის თეგეტა მოტორსში შემოვა და ფილიალის დატოვების შემდეგაც ვაგრძელებთ.
ცენტრალური ფილიალის ტრანსფორმაცია, ახალი პროცესები, CRM სისტემა და მუდმივი უკუკავშირის ჩარჩო აყალიბებს ერთიან სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელზე ზრუნვა იყოს რეალური, პრაქტიკული და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. გვახარებს, საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების მიერ ჩვენი მიდგომების აღიარება“.
Customer Centricity World Series 2025 დუბაიში წელს მეექვსედ გაიმართა და მსოფლიოს მასშტაბით ის კომპანიები გამოარჩია, რომელთაც, დარგის ექსპერტების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შექმნაში.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები