ევროკომისიის ანგარიში: "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული"
ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა შეარყია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველო ჩამოაშორა ევროკავშირის გაფართოების პროცესს. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული.
"სანამ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის ქმედებებს, კომისიამ, თავის მხრივ, საბჭოსთან ერთად, შეამცირა მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები, შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს ხელისუფლებას, ასევე გააძლიერა ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად", — წერია ანგარიშში.
ამას გარდა ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ "საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ". მიუხედავად ამისა, "კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერას ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე".
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ "მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირდა კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მოცემულ ცხრა საფეხურზე, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად".
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში "ფუნდამენტური პრინციპების სერიოზული უკუსვლა დაფიქსირდა ყველა ასპექტში, რაც გამოიხატა რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რაც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელს უწყობს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, ოპოზიციის ლიდერების დევნას, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების თვითნებურ დაპატიმრებებს".
ანგარიშში ნათქვამია, რომ "2024 წლის ნოემბერში, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, შეეწყვიტა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, ცალსახად დაადასტურა მათი გადახვევა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებისგან, უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში".
"2025 წლის იანვარში, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ გადაწყვიტა ევროკავშირ-საქართველოს შორის ვიზების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლა და განახორციელოს ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა, რათა მოაგვაროს პრობლემები და ძირითადი რეფორმები პარტიებს შორის მხარდაჭერით და სამოქალაქო სექტორის ეფექტური მონაწილეობით, კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი ცხრა ნაბიჯის შესაბამისად, ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების სრული პატივისცემით, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. 2024 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად გამოიწვია გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მას შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით უკუსვლას განაგრძობს, კომისია საქართველოს მხოლოდ სახელწოდებით კანდიდატ ქვეყნად მიიჩნევს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ", — წერია დოკუმენტში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები