ბერგჰაინი — მოისმინეთ როზალიას და ბიორკის ახალი საერთო ნამუშევარი
ფოტო: Spotify
კატალონიელმა პოპვარსკვლავმა როზალიამ ახალი სიმღერა Berghain გამოუშვა. ცნობილ ისლანდიელ მუსიკოსთან, ბიორკთან, და ამერიკელ ივ ტუმორთან ერთად ჩაწერილი ექსპერიმენტული კომპოზიცია პირველი სინგლია როზალიას ახალი ალბომიდან Lux, რომელიც 7 ნოემბერს გამოვა.
საკულტო ბერლინური კლუბით, ბერგჰაინით, შთაგონებული სიმღერა ელექტრონული და საორკესტრო მუსიკის ნაზავია და რელიგიური მოტივებითაა გაჯერებული. ამ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს კომპოზიციაში გაჟღერებული ორგანი და გუნდი. სიმღერის ტექსტში, ინგლისურის გარდა, ესპანურ და გერმანულ ენებსაც მოისმენთ.
Berghain-ის ვიდეოკლიპმა კი, რომელიც ბერლინსა და ბარსელონაშია გადაღებული, იუთუბზე პრემიერის პირველივე დღეს რამდენიმე მილიონი ნახვა მოაგროვა.
ახალი სიმღერით, როზალიამ თავისი კარიერის მორიგი ეტაპის დაწყებაც აღნიშნა. მისტიკური განწყობისა და საორკესტრო ჟღერადობის მქონე Berghain მკვეთრად განსხვავდება მუსიკოსის წინა ნამუშევრებისგან, განსაკუთრებით, ბოლო ალბომისგან Motomami (2022). რაც შეეხება ახალ, რიგით მე-4 სტუდიურ ალბომს Lux, ის ოთხ ნაწილად დაყოფილ 18 სიმღერას გააერთიანებს. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდა ლონდონის სიმფონიური ორკესტრიც დანიელ ბიარნასონის დირიჟორობით.
გრემის ორი ჯილდოს მფლობელ როზალიას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ესპანელ მომღერლად მიიჩნევენ. თავად მუსიკოსი კი თვლის, რომ თავის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ბიორკმა. ორი მუსიკოსის გზები აქამდეც გადაკვეთილა — 2023 წელს გამოვიდა ბიორკისა და როზალიას საერთო ნამუშევარი Oral, რომელიც ისლანდიაში თევზის ფერმერული მეურნეობის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიის ფარგლებში ჩაიწერა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს უსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს უსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
კომენტარები