საქართველოს ბანკსა და ქრონომეტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია ქრონომეტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ერეკლე ვაშაყმაძემ და ქრონომეტრის გენერალურმა დირექტორმა დავით გულორდავამ მოაწერეს.
პროექტის ჯამური ღირებულება 28 მლნ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ინვესტიცია კი 16.4 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ლისზე, 4,558 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ბიზნეს ცენტრსა და საცხოვრებელ სივრცეებს გააერთიანებს.
“ქრონომეტრი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ჯგუფში შემავალი სამშენებლო კომპანია დაგი. არაერთი უკვე განხორციელებული დეველოპერული პროექტის შემდეგ, დღეს, ახლებური ხედვითა და ახალი ბრენდით — ქრონომეტრით შემოვდივართ დეველოპერულ ბაზარზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგის 20 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი კომერციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განხორციელებული. სწორედ ამ ცოდნით, გამოცდილებითა და თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ვახორციელებთ ახალ, ბიზნესკლასის მულტიფუნქციურ პროექტს ლისზე. მომხმარებლებს ვთავაზობთ მოქნილ და დინამიკურ საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეებს. ჩვენი ჯგუფის კომპანიებს საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა გრძელდება და საქართველოს ბანკი ჩვენი ბიზნესის დეველოპერული მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებაში აქტიურად გვიწყობს ხელს. დღეს გაფორმებული მემორანდუმიც ამის დასტურია. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, — განაცხადა ქრონომეტრის დირექტორმა, დავით გულორდავამ.
“საქართველოს ბანკსა და დაგი ჯგუფს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა ნდობასა და საერთო ხედვაზეა დაფუძნებული. ქრონომეტრთან დღეს გაფორმებული მემორანდუმი ამ პარტნიორობის ახალი ეტაპია. ინიციატივა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ მომხმარებლებისთვისაც, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა მარტივად და ხელსაყრელი პირობებით შეიძინონ საცხოვრებელი თანამედროვე, მულტიფუნქციურ კომპლექსში. საქართველოს ბანკი რჩება ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორად და აქტიურად აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის“, — განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს უსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს უსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II ისტორიაში პირველად სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება
გადახედვა
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
კომენტარები