EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს ინდივიდუალურად წერილით მიმართა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს ინდივიდუალურად მიმართა წერილით, რომელშიც აღწერს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესების მწვავე განვითარებას. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურ ავრცელებს.
მათი ცნობით, წერილში ზურაბიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და ევროპულ გზას ემუქრება.
ის ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, შეიმუშაონ თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკა რუსეთის ჰიბრიდული ომის საპასუხოდ, რომელიც, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპას.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად შესაძლებლობა მიეცემათ გააუქმონ უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის".
"მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ გამოთქვეს აზრი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ მდგომარეობა საქართველოში კვლავ უარესდება. ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პირადი თავდასხმები მიუღებელია და ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დიპლომატიაში. კომისია წელს მოგვიანებით წარადგენს ანგარიშს უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერების შესახებ. ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად გვაძლევს შესაძლებლობას გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის", — განაცხადა კაია კალასმა.
კაია კალასის განცხადებას ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. ის წერს, რომ "ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი". ამის ნაცვლად კი "ცრუ ნარატივებით თავდასხმა მოისმინეს ქართველ ხალხზე".
"გუშინ, ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. ნაცვლად ამისა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე.
მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი შემდგომი ძალადობის წახალისება.
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე", — წერს პაპუაშვილი.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები