შსს-ს განცხადებით, აქციაზე 14 სამართალდამცავი დაშავდა — გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით დაიწყო
ფოტო: NEWS.On.ge/ტბელ აბუსერიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უწყების 14 თანამშრომელია დაშავებული. მათ შორის ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული.
დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად
მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით," — განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
უწყების განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო — პოლიციელზე თავდასხმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა.
"თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას,
ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში
ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, აქციის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენების შესახებ. მთელი დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია," — განაცხადა უწყებამ.
მოქალაქეებმა პრეზიდენტის სასახლის ეზოს მესერი შეანგრიეს. პოლიციის დანაყოფებმა მოქალაქეებს რეზიდენციის ეზოსა და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. სავარაუდოდ, გაუშვეს წიწაკის სპრეი. ეზოში შესვლა სცადა მოძრაობა რუსთაველის გამზირის წევრმა პაატა ბურჭულაძემაც.
რუსთაველის გამზირზე მყოფი პროტესტის მონაწილეები ორბელიანის მოედნისკენ დაიძრნენ, სადაც საპოლიციო ძალების წარმომადგენლები პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლსა და გაზის კაფსულებს.
4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მურთაზ ზოდელავამ რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა, რომ უკან არ დაიხიონ და არ შეშინდნენ.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები