"პლატფორმა 2025": "მზიას სია", რომელიც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დასანქცირებას ისახავს მიზნად, 36 ქვეყანას ეგზავნება
ქართული დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების ჯგუფები ევროპის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ, რომ გააძლიერონ საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მხარი დაუჭირონ მოძრაობა მზიასა" და "მზიას სიის" განვითარებასა და დანერგვას, როგორც სანქციების მექანიზმს პოლიტიკური რეპრესიების ჩამდენთა წინააღმდეგ.
"მზიას სია", როგორც სასანქციო წინადადება, 277 ადამიანს მოიცავს და ქართველი ემიგრანტების 34-მა ჯგუფმა და ორგანიზაციამ შეიმუშავა. "პლატფორმა 2025"-ის ინფორმაციით, "მზიას სია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დასანქცირებას ისახავს მიზნად, დასავლეთის 36 ქვეყანას ეგზავნება".
მზიას სია ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით შემუშავდა და სიაში შევიდნენ, ქართული ოცნების რეჟიმის ლიდერები და მთავარი პროპაგანდისტები, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლო სისტემის მოხელეები, ცრუ-მოწმეები და მოძალადე ე.წ. "ტიტუშკები".
"ჩვენ, ქართული დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების ჯგუფები, გწერთ, რომ მოგიწოდოთ, გააძლიერეთ თქვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სულ უფრო რეპრესიული და ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის კრიტიკულ მომენტში.
მოგიწოდებთ, იმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად, სანამ გვიან არ არის.
ფრაზამ — "სანამ გვიანი არ არის" — რომელიც ახლახან წარმოთქვა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა, კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა — როგორც საქართველოში ტირანიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ასევე საერთაშორისო მოკავშირეებისთვის.
300 დღეზე მეტია, ქართველი ხალხი გაბედულად უწევს წინააღმდეგობას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ გზას.
საპასუხოდ, რეჟიმმა გააძლიერა ძალადობისა და დაშინების ტაქტიკა, მიზანში ამოიღო პროტესტის მონაწილეები, ჟურნალისტები და სამოქალაქო პირები. ამის უახლესი მაგალითი 8 სექტემბერს მოხდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტები, მათ შორის, ქალები და მოხუცები, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის ობიექტები გახდნენ.
23 სექტემბერს ევროპარლამენტის წევრებმა მზია ამაღლობელი სახაროვის პრიზზე წარადგინეს. ის 260 დღეა, პატიმრობაშია და საქართველოს დემოკრატიული წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა – საერთაშორისოდ აღიარებული სხვადასხვა პრიზებით და ნომინაციებით.
ამ მოვლენების ფონზე ჩვენ ჩამოვაყალიბეთ "მოძრაობა მზია" — საერთაშორისო სამოქალაქო პლატფორმა საქართველოს დემოკრატიის პრობლემებზე ცნობიერების ასამაღლებლად და საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. გვჯერა, რომ მოძრაობისთვის თავისუფლებისა და სიმართლის დაცვისთვის დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სახელის დარქმევა წარმოაჩენს საქართველოს წინააღმდეგობის სულსა და სიმამაცეს.
ამ მოძრაობის ფარგლებში წარმოგიდგენთ "მზიას სიას" — შემოთავაზებულ სანქციების მექანიზმს, რომელიც მიმართული იქნება იმ ადამიანებზე, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე და მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე.
ამ წერილს თან ერთვის 277-კაციანი სია, რომლებზეც მოგიწოდებთ, დაუწესოთ სანქციები. როგორც მზია ამაღლობელმა თქვა "გარდიანში" გამოქვეყნებულ სტატიაში, "დაასანქცირეთ ქართული ოცნება და არა საქართველო (ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით)".
სია შედგენილია სანდო აქტორების, მათ შორის, პოლიტიკური მოძრაობების: თავისუფლების მოედნისა და თავისუფლების ინსტიტუტის, ასევე პარტია ფედერალისტების სამოქალაქო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგად ჩატარებული კვლევების მიხედვით.
გადავწყვიტეთ, საჯაროდ არ დავასახელოთ ბევრი ორგანიზაცია, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ სიის შედგენაში, რადგან ისინი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგანან. მათი საბანკო ანგარიშები გაყინულია, მათ წევრებს ავიწროებენ, აშანტაჟებენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან და ფიზიკურად თავს ესხმიან.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ "მზიას სიის" სახელით სანქციების პაკეტის ფორმალიზება, შესაძლოა, საჭიროებდეს სამართლებრივ პროცედურებს.
თუმცა მოგიწოდებთ, განიხილოთ მისი სახელისა და ჩარჩოს მიღება, როგორც სამომავლო მოდელი მიზნობრივი სანქციებისთვის.
საწყის ეტაპზე "მზიას სია" განიხილება, როგორც ძლიერი პოლიტიკური სიმბოლო წინააღმდეგობისა და სოლიდარობისა — რეპრესიების ჩამდენთა პასუხისმგებლობის გამოკვეთისა და სამართლიანობისთვის მებრძოლთა ხმების გაძლიერებისათვის.
შესაბამისად, გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ კონცეფციის ინტეგრირებას საქართველოს კრიზისის გარშემო არსებულ ფართო დისკურსში.
პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან, წევრ სახელმწიფოებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან "მზიას სიის" ფორმალურ ანგარიშვალდებულების მექანიზმად გადაქცევის მიზნით.
გვჯერა თქვენი მხარდაჭერის. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, გაყალბებული ბრალდებების, იძულებითი აღიარებებისა და სისტემური ძალადობის კამპანია, რომელსაც ხელმძღვანელობენ მაღალი თანამდებობის პირები, სასამართლო და სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურები, არ უნდა დარჩეს სიჩუმის საფარველში.
ამ კონტექსტში ნებისმიერი განცხადება ან მხარდაჭერის გამოხატვა თქვენი მხრიდან "მოძრაობა მზიასა" თუ "მზიას სიის" მიმართ იქნება ძლიერი და ერთმნიშვნელოვანი სიგნალი სოლიდარობის შესახებ საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობასთან.
გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიების კამპანია ქვეყნის საზღვრებსაც სცდება და ემიგრანტ აქტივისტებსა და მათ ოჯახებს უცხოეთში ემუქრება დაშინებითა და ზეწოლით.
დასასრულს, პატივისცემით მოგიწოდებთ:
● საქართველო მყარად შეინარჩუნოთ ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში;
● მობილიზება მოახდინოთ ქვეყნის დემოკრატიული ძალების მხარდასაჭერად;
● დაუდგეთ გვერდით სამოქალაქო საზოგადოებას — როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში;
● და მხარი დაუჭიროთ "მზიას სიის" განვითარებასა და დანერგვას, როგორც სანქციების მექანიზმს პოლიტიკური რეპრესიების ჩამდენთა წინააღმდეგ.
თქვენი უწყვეტი ჩართულობა გადამწყვეტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ხალხი არ დარჩეს მარტო თავისუფლებისთვის, ღირსებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში", — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "პუბლიკა" ავრცელებს.
"მზიას სიაში" მოხვდნენ ოცნების მინისტრთა კაბინეტის წევრები:
ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი ჩიქოვანი
გეკა გელაძე
ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე;
ოცნების პროპაგანდისტები და პროპაგანდული მედიების ხელმძღვანელები:
შალვა რამიშვილი
ზაზა შათირიშვილი
ირაკლი რუხაძე
თინათინ ბერძენიშვილი
ბაკურ ბაკურაძე
ვასილ მაღლაფერიძე
ირაკლი ჩიხლაძე
მაგდა ანიკაშვილი
ვარლამ გორგილაძე
ნინო შუბლაძე
გიორგი გვიმრაძე
სასამართლო და საპოლიციო სისტემის წარმომადგენლები — მოსამართლეები, პროკურორები, შსს-ს თანამშრომლები და ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები