შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

3 Oct. 2025, 13:37

"ჩვენ გვინდა, ქართველს ხალხს, რომ ჩვენ ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება, ბრიუსელში ზოგიერთს უნდა, რომ მათ დაგვინიშნონ ხელისუფლება, აი, ეს უმარტივესი საკითხი, რომელიც წესით 21-ე საუკუნეში მარტივი უნდა იყოს, ამ საკითხს, სამწუხაროდ, ზოგიერთი ბრიუსელში უდგება თითქოს ეს იყოს 100 წლის წინანდელი ევროპა.

ჩვენ ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა ასეთი თეთრი და ფუმფულა ბოლო 80 წელი არის, თორემ მანამდე სხვანაირი იყო ევროპა. ევროპა გვახსოვს, დაპყრობით ომებს აწარმოებდა, ევროპა ერთმანეთში ომობდა, საზარელ დანაშაულებს ჩადიოდა კაცობრიობის წინაშე, ეს ყველაფერი ევროპა იყო, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვაქვს ჩვენ ის მდგომარეობა, როდესაც ღირებულებებზე დაიწყეს საუბარი და 80 წელი ძალიან ცოტაა ისტორიისთვისაც, კონტინენტისთვისაც, ცივილიზაციისთვისაც და იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ გამყარებულია ეს ღირებულებები ევროპის კონტინენტზე, ამიტომ, ზოგიერთებს ჯერ კიდევ ასი წლის წინანდელი ევროპული მენტალიტეტი აქვთ, როგორც ჩანს და ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნებში შეუძლიათ ხიშტით და ძალდატანებით საკუთარი ნება გაატარონ. ქართველების მხრივ, პარადოქსი ისაა, რომ მოდიოდა მათგან სეტყვა და დაეჯახნენ ქვას — ჩვენ ვართ ერი, რომელიც სსრკ-ს დაშლას არ დაელოდა და ჩვენ თვითონ გამოვეყავით..."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს

ახლახან მიცემულ ინტერვიუში ჯენა ორტეგამ კარიერის ადრეული წლები გაიხსენა. ორტეგას ჰკითხეს, ადრეულ პროექტებში…