მიხეილ სააკაშვილი

2 Oct. 2025, 12:34

"მინდა მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს

მეგობრებო ყველა ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები როცა საჭიროა მოქმედება იქ და დაუყოვნებლივ.

ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა 9 აპრილის პროტესტანტებს რომ დაეჯერებინათ მოწოდებებისთვის და დაეტოვებინათ მოედანი.

23 ნოემბერს ბევრი მირჩევდა არ შევსულიყავი პარლამენტში, მე კი შევასწარი ზუსტად იმ წამს, როცა შევარდნაძე აპირებდა ლეგიტიმურად გამოეცხადებინა პარლამენტი და შევაწყვეტინე სიტყვა.

ის ვინც ბრძოლის გადადებისკენ და გახანგრძლივებისკენ მოგვიწოდებს, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ეს ბოლო თავისუფალი ტელეარხებიც დაიხურება. მათ 4-მდე ინახავენ „არჩევნების“ პროპაგანდირებისთვის. თავისუფალი უნივერსიტეტები განადგურდება, რადგან არ ჯდება საყოველთაო ტვინ-გამორეცხვის ფაბულაში, ბევრად მეტ ადამიანს დაიჭერენ და დანარჩენებს გააგდებენ და თუ ეს ყველაფერი მოხდა საყოველთაო უიმედობა დაისადგურებს და დასავლეთი საბოლოოდ ჩაიქნევს ჩვენზე ხელს.

ამიტომ 4-ში ჩამოსვლა, მისვლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა.

ამიტომ გთხოვთ მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე!

თავისუფლება ან ახლა ან არასდროს!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  5. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა ფორმატში გაგრძელდება რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობები? — მადიარის და ლავროვის პირველი განცხადებები

"ჩვენ გვინდა ვნახოთ კონკრეტული ქმედებები. მზად ვართ ავაშენოთ ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან, თუ ისინი თანასწორი,…