ირაკლი კუპრაძე

25 Sep. 2025, 14:47

"კახა კალაძე უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილებზე, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე. 2020 წელს კალაძის მიერ იპოდრომთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი, კიდევ ერთი დასტურია, როგორ მოატყუა კალაძემ, კორუფციაში მრავალგზის ბრალდებულმა, მატყუარა მერმა თბილისელები. უკვე 5 წელი გავიდა 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ჩვენს უკან არის იპოდრომი, რომელიც ისევ გახრიოკებულია. მივმართავ თბილისელებს, 2020 წელს კახა კალაძე გამოვიდა პირდაპირ ეთერში, ამ კლიპის პრეზენტაცია გააკეთა, სადაც დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი. მოწყობილი იქნებოდა სხვადასხვა სარეკრეაციო ზონა, სხვადასხვა მრავალფუნქციური შინაარსით, მაგრამ მოგატყუათ. დღეს ჩვენ უკან ისევ გახრიოკებული იპოდრომია, ე.წ. ცენტრალური პარკი.

კახა კალაძემ თბილისელებს ასევე, ის მოგატყუათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისელებს იპოდრომი საჩუქრად გადასცა. ამის შედეგად, ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ყველაზე მნიშვნელოვანი სატყეო ნაწილი, 80 145 კვადრატული მეტრი 85 მილიონ ლარად მიყიდა ძმებ ფხაკაძეებს და მათ სამშენებლო კომპანიას, ე.წ. "ვისოლ ჯგუფს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს

ახლახან მიცემულ ინტერვიუში ჯენა ორტეგამ კარიერის ადრეული წლები გაიხსენა. ორტეგას ჰკითხეს, ადრეულ პროექტებში…