ფინანსური დანაშაულის ჩამდენმა პირებმა 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაცია უნდა შეავსონ — "ოცნება" კორუფციის წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონს ამკაცრებენ. ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებმაც სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულები ჩაიდინეს, ვალდებულები იქნებიან 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ქონებრივი დეკლარაცია შეავსონ.
"საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად — 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის," — განაცხადა კირცხალიამ.
კირცხალიას განმარტებით, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით გასამართლებული პირები ვეღარ შეძლებენ "მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც".
"ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში ჩართულობით, სავარაუდო სარგებლის მიღებაზე, შემდეგ შემოსავლის ლეგალიზებაზე და გრძელვადიან პერიოდში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც ფაქტობრივად, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს," — დასძინა კირცხალიამ.
კანონმდებლობაში ცვლილების დაანონსებამდე კირცხალიამ ისაუბრა ქართული ოცნების ბრძოლაზე კორუფციის წინააღმდეგ. მისი განცხადებით მმართველმა პარტიამ 13 წლის განმავლობაში "მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია" და პარლამენტი "სრულიად მხარს უჭერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაცხადებულ კურსს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას უკავშირდება". კირცხალიამ ასევე დასძინა, რომ "უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებები და გამოვლენილი დანაშაულები დასტურია, რომ სახელმწიფო, მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ უკომპრომისო და შეურიგებელია".
ცნობისთვის, 4 სექტემბერს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, ფინანსური დანაშაულების ჩამდენი პირებისგან ზარალის დაფარვის მიზნით ბრალდებულების ოჯახის წევრებისგან ქონების ამოღება გამარტივდა.
"იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ჩაიდენს ფინანსურ დანაშაულს, ეკონომიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით, მარტივდება დამნაშავისგან, ოჯახის წევრებისგან და ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების თანხის ამოღება. ეს თუ ხანგრძლივ და სხვადასხვა პროცედურას მოითხოვდა, მათ შორის სამოქალაქო დავას, რომელიც წლები გრძელდებოდა, ეს ახლა იქნება გამარტივებული," — განაცხადა 11 ივნისს საპარლამენტო სხდომაზე მამუკა მდინარაძემ.
მოგვიანებით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება.
"ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც გიორგი ბაჩიაშვილი, დიახ, გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება წარმოდგენილი ცვლილებები, ამას არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული ადამიანის სახლი და გვარი რა არის და როგორია. მთავარია, რომ ჩაიდანა თუ არა ამ ადამიანმა დანაშაული და სხვა ადამიანს მიაყენა თუ არა ზიანი. კონკრეტული სახელისა და გვარის ქონა, რა თქმა უნდა, ადამიანს ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და სხვა ადამიანს ზიანს აუნაზღაურებს, ესაა მარტივი ლოგიკა," — განაცხადა გორდულაძემ.
13 სექტემბერს, პროკურატურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის ოჯახის წევრების ანგარიშებსა და აქტივებს ყადაღა დაედო. The Guardian-მა პატიმრობაში მყოფ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილზე სტატია გამოაქვეყნა. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილის დედასთან, მარინა რამაზაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნეს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ბაჩიაშვილის მშობლებს საბანკო ანგარიშები გაუყინეს. მარინა რამაზაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ვაჟი, გიორგი ბაჩიაშვილი, მილიარდერი პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის "ვენდეტის" მსხვერპლი გახდა.
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
კომენტარები