სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს — წინასწარი პატიმრობა, ხოლო მურთაზ ზოდელავას 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მურთაზ ზოდელავას — 25 000-ლარიანი გირაო.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ზოდელავა გირაოს გადახდამდე პატიმრობაში რჩება. ხაბეიშვილის ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გადახდას ან შიდაპატიმრობას ითხოვდნენ, მაგრამ, მოსამართლე სიქტურაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სანამ ფიქრია სიქტურაშვილი სასამართლო სხდომას დახურავდა, ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა. კონდახიშვილის განმარტებით, სუს-მა სიქტურაშვილს მიმართა დაკავების განჩინების საფუძველზე, რომელიც მან დააკმაყოფილა და აჩენს ეჭვს, რომ მას წინასწარ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლის აცილება.
ცნობისთვის, ფიქრია სიქტურაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც ნინო დათაშვილზე ფსიქიატრიული შემოწმების ნებართვა გასცა. კონდახიშვილმა ამ გარემოებებზეც ისაუბრა სასამართლო პროცესზე და დასძინა, რომ სიქტურაშვილის მსგავსი სამართლებრივი გადაწყვეტილებები მოწმობს ოპოზიციურად განწყობილი პირების მიმართ დამოკიდებულებაზე.
სასამართლო სხდომა სიქტურაშვილმა მას შემდეგ დახურა, რაც ლევან ხაბეიშვილის სიტყვას ტაშის დაკვრა მოჰყვა დამსწრე საზოგადოებისგან.
"ცივილიზებულ სამყაროს არ ახსოვს სიტყვის, განცხადებების გამო დაკავებული პოლიტიკოსი… თქვენ მოგიტანეს ჩემი პოლიტიკური განცხადება და ხართ ერთადერთი მოსამართლე, ვინც პოლიტიკური განცხადების, დაპირების გამო გაეცით ადამიანის დაკავების ორდერი...
იქნებ მოჩვენებითად მაინც, სხვებს უთხრათ, სასამართლო დამოუკიდებელიაო და საქმე აიცილოთ. ...დაცვის უფლებასაც მართმევთ. ბოდიში ჟარგონისთვის, რომ თურმე არ "გევასებით" და გაეცით ჩემი დაკავების ბრძანება. მომეცით 0,001% მაინც შანსი, რომ არსებობდეს სამართალი," — მიმართა ხაბეიშვილმა მოსამართლეს.
შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და 317-ე მუხლით წარედგინა. 339-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას. 317-ე მუხლი — საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
სუს-მა ენმ-ის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საჯარო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავა. უწყება ხაბეიშვილს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო ედავება, სადაც ოპოზიციური ლიდერი სამართალდამცავებს მმართველი პარტიის მითითებების არ შესრულებისკენ მოუწოდებს და სანაცვლოდ 200 000 დოლარს ჰპირდება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები