ალეკო ელისაშვილი: ვაკეში ფიზკულტურის ინსტიტუტი აღარ აშენდება და აშენდება კიდევ უფრო მაღალი ცათამბჯენი
ლელო — ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრის, ალეკო ელისაშვილის თქმით, "სპორტის აკადემია ვაკეში არსებობას, თბილისის ისტორიაში ყველზე კორუმპირებული მერის, კახი კალაძის გამო, ასრულებს". მისი ინფორმაციით, აქ ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძეს 180-მეტრიანი ცათამბჯენი უნდა აეშენებინა, რომლის "ქვედა ნაწილი იქნებოდა სპორტის აკადემია", მაგრამ გეგმა შეიცვალა და 180-ის ნაცვლად 230-მეტრიანი ცათამბჯენი აშენდება და ეს ახალი პროექტი სპორტის აკადემიას აღარ მოიცავს.
"სპორტის აკადემია ვაკეში არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველზე კორუმპირებული მერის, კახი კალაძის გამო. აქ იყო დაგეგმილი მშენებლობა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ნოშიკო ნამორაძე, აპირებდა აეშენებინა180-მეტრიანი ცათამბჯენი, თუმცა მისი ქვედა ნაწილი იქნებოდა სპორტის აკადემია, იმიტომ, რომ დაინგრა აქ და აქვე უნდა აღდგენილიყო და ზედა ნაწილი იქნებოდა მხოლოდ ბიზნესცენტრი და ა.შ. მარაზმატული ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო ისედაც ამ გადატვირთულ ვაკეში, საცობებით გატანჯულში, მაგრამ ერთი შვება ის იყო, რომ სპორტის აკადემიაც უნდა აღდგენილიყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, კალაძემ, რომელსაც ორად ორი დარდი აქვს ცხოვრებაში, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მოიპაროს და იმ მოპარული ფულით წავიდეს კოსმეტიკის სახელოსნოში და ბოტოქსები გაიკეთოს, ტუჩები დაიბეროს და ბოლო დროს ახალი ვნება აქვს, რომ გოგოებსა და ქალებს მიუქსიოს ვიღაც ფარჩაკი არაკაცები, ტიტუშკების მერი რომ გახდა სინამდვილეში — მოკლედ, მაგ კაცმა, როგორც ჩანს, აიღო კიდევ უფრო მეტი ქრთამი ამ ნოშიკო ნამორაძისგან და აქ სპორტის აკადემია, ანუ ფიზკულტურის ინსტიტუტი აღარ აშენდება და აშენდება კიდევ უფრო მაღალი ცათამბჯენი. თუ უნდა აშენებულიყო 180-მეტრიანი და 50-სართულიანი, ახლა აშენდება 230- მეტრიანი და 70-სართულიანი. ჩაიჯიბა, როგორც ჩანს, ფული. უფრო სწორად, ასეთი პროექტი შეითანხმეს სულ ცოტა ხნის წინ. ასეთი მერი ჰყავს ქალაქს, ასეთ რამეს უმზადებს ამ სივრცეს. ვულოცავ ვაკელებს, რომ თუ რამე აკლდა, ეს ცათამბჯენი იყო, ახალი მანქანები და ახალი საცობი. რა თქმა უნდა, ამას შავი იუმორით ვამბობ. ყველა ვაკელმა მაინც იცის, ამ ადგილას რა ჯოჯოხეთი ხდება ხოლმე პიკის საათებში. ასეთი პროექტი შეითანხმა კალაძემ, თუმცა პროექტის შეთანხმება არ ნიშნავს აშენებას - 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გამოვაგდებთ კალაძეს, ბოტოქსებიან აფერისტს, თავისი კაბინეტიდან და იმ კაბინეტში შევა ირაკლი კუპრაძე, ეს პროექტი არ აშენდება და აქ დაბრუნდება სპორტის აკადემია. ამის პირობას ვიძლევით ყველა თბილისელის წინაშე", — თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ჯერჯერობით არც კახა კალაძე და არც ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას არ გამოხმაურებიან.
სტატია განახლდება.
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები