გოტა ჭანტურია

8 Sep. 2025, 15:50

გოტა ჭანტურია: "საპატრულოში ვარ, ისევ ჯარიმების ამბავზე. ჯამში 49 ჯარიმა, 245,000 ლარი. კონსულტანტი პოლიციელი დიდი თანაგრძნობით მეკითხება, რა უნდა ქნაო.

ჰოდა, მე გეტყვით დღეს რას ვშვრები: აქედან ნინო დათაშვილის სასამართლოზე მივდიოდი, რომელიც გადადებულა. შემდეგ, ჯერ ერთი შეხვედრა წინააღმდეგობის საკითხზე, მერე — მეორე.

7 საათზე საზმაუსთან ვიკრიბებით. 8-ზე - კალაძის საარჩევნო შტაბთან. ბოლოს - მარში რუსთაველზე.

ასე და ამაზე დატვირთული არის ყოველდღე. ყ ო ვ ე ლ დ ღ ე!

დღეში 16-17-18 საათი. ბავშვების და ოჯახის ამბავს აღარ დავწერ.
ამას იმიტომ ვწერ, რომ როცა ცვლილებები გვინდა, სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირად ისინი იმარჯვებენ.

თან, რეალურად ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს:
პირველ რიგში, რეჟიმია დასამარცხებელი. თანაც ისე, მომავალში მსგავს ნაგავში რომ არ ამოვყოთ თავი.

ამიტომ, ვისაც ეს რეალობა გესმით და საფრთხეებს იაზრებთ, მეტ აქტიურობას გთხოვდით.
საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) შექმნილმა კამპანიამ ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ…