ბადრი ჯაფარიძე: არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია
"პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია," — ამის შესახებ კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ადამიანი, ვინც დღეს სატუსაღოშია, პოლიტიკოსები, "ის გამორჩეული ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის საოცარ ერთგულებას აჩვენებენ", ყველა დაუყოვნებლივ გარეთ უნდა იყოს.
"ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ჩვენი სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის, ახალი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ 74 დღის წინ, რაც გვქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ ჩვენ ამ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდით, არ შეგვიცვლია. ამის გამო მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა.
ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ გავუთავისუფლებივართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო ქართული ოცნების გადაწყვეტილება — ჩვენი დატუსაღება და ჩვენი გათავისუფლება. დღეს დილით, პირდაპირ გეტყვით, რომ ყოველდღიური 10:00-საათიანი ჩემი გასეირნება 16 კვადრატულ მეტრ სივრცეში 11:00-ზე მორჩა და როდესაც დავბრუნდი სეირნობიდან, მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ჰქონდა გამოცემული მიხეილ ყაველაშვილს
პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ ამავდროულად ის ასიათასობით ოპოზიციონერი ადამიანი, ამომრჩეველი, რომელიც მოვა ოპოზიციონერი 4 ოქტომბერს არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გავუწბილოთ. მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად.
ვერ გეტყვით, რით ხელმძღვანელობდა ქართული ოცნება, როდესაც ჩვენ დაგვატუსაღა სრულიად უდანაშაულო ადამიანები და რით ხელმძღვანელობდა, როდესაც ჩვენ გამოგვიშვა.
ცხადია, ყველა ადამიანი, ვინც დღეს სატუსაღოშია, პოლიტიკოსები, ის გამორჩეული ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის საოცარ ერთგულებას აჩვენებენ, ყველა გარეთ უნდა იყოს, დაუყოვნებლივ, ეს არის ჩვენი პოზიცია.
ახობაძის და კაციას შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია, ეს მიიღო ქართულმა ოცნებამ მათ გათავისუფლებაზე, ისიც მიიღო შერჩევითად, რაღაც ნაწილი გამოეშვა, რაღაც ნაწილისთვის კვალიფიკაცია შეეცვალათ. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, რომელსაც არავინ უნდა აყვეს. ყველა პოლიტიკური ტუსაღი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ," — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მანამდე პენიტენციური დაწესებულება ლელო — ძლიერი საქართველოს მეორე ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დატოვა.
- მამუკა ხაზარაძის შემდეგ, რუსთავის მე-12 დაწესებულება ბადრი ჯაფარიძემაც დატოვა
- მამუკა ხაზარაძე: "პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე"
შეგახსენებთ, ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს დილით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ "არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".
ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ "შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს".
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ციხეში 45 დღე გაატარეს. მათ ბრალი წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის წარუდგინეს. ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებს 8-8-თვიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
- თინა ბოკუჩავა: "ვულოცავ ბადრის და მამუკას თავისუფლებას და მივმართავ უარი თქვან 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე!"
- გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო ბრძოლას — ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს
- თინა ხიდაშელი: "პრეზიდენტად მომუშავე ცხენის აქტზე მამუკა და ბადრი დაანამუსო, ბოდიშს ვიხდი, მასშტაბური გონებასუსტობაა"
- ეს იყო მუხანათური, ჩათლახური გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისგან", რომ ტალახი გვესროლონ — ელისაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე
- თუ მათ არ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ — კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე
- მიხეილ ყაველაშვილი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები