ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება
ფოტო: On.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე მივიდა და გამოკითხვამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც დირექტორი ვალდებული იყო, მისი თანამშრომლების უფლებები დაეცვა. მან ასევე თქვა, რომ ISFED-ს საპროტესტო აქციებისთვის არასდროს არაფერი შეუძენია.
"ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს. იქნებოდა ეს დისკრედიტაციის კამპანიები, მათ შორის ჩემი ორგანიზაციის თუ ჩემს წინააღმდეგ, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, გამჭვირვალობის კანონი ერთი, მეორე, ივანიშვილის "ფარა" და ასე შემდეგ. საკანონმდებლო ორგანოს დონეზეც ვხედავდით შევიწროების მცდელობებს. ეს არის სამოქალაქო ორგანიზაციების მორიგი დევნა, დაყადაღების შემდეგ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ფუნქციონირება. ISFED-ს აქციებისთვის არასდროს არაფერი არ შეუძენია. ჩემი თანამშრომლების უსაფრთხოება უნდა დამეცვა, ეს ადამიანები ადამიანის უფლებებს იცავდნენ, მონიტორინგს ახორციელებდნენ, ვალდებული ვიყავი როგორც დირექტორი დამეცვა მათი უფლებები", — აღნიშნა დოლიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
NGO-ებს ყადაღა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაედოთ.
პროკურატურის ცნობით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის — სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები".
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოსი სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს.
- "ჩვენ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით" — ჩეხეთის საგარეო 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ეს დემოკრატიისთვის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია" — ესტონეთის საგარეო 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება" — EU-ს პრესსპიკერი 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- ბრიტანეთის საელჩო: "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე"
- ნორვეგიის საელჩო: 7 NGO-ს საბანკო ანგარიშების დაყადაღება დემოკრატიის რღვევისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია
- ევროპარლამენტმა უკვე განსაზღვრა, როგორ უნდა უპასუხოს ამ ყველაფერს ევროკავშირმა — რასა იუკნევიჩიენე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- NGO-ები რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს
- პროკურატურის ამ ნაბიჯის რეალური მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ სწრაფვაა — ნინო დოლიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
კომენტარები