ალეკო ელისაშვილი

1 Sep. 2025, 14:38

ალეკო ელისაშვილი: "ყაველაშვილის დაწერილი რომ არ არის, ორი აზრი არ არსებობს, ორ წინადადებას ვერ აბამს ერთმანეთზე. ასეთი წერილების გავრცელება არის ძალიან საშიში იმიტომ, რომ როგორც ვხედავთ, დონალდ ტრამპი არის ძალიან ფეთქებადი ხასიათის და თან ძალიან სერიოზული თვითმფრინავები, ბომბდამშენები ჰყავთ ამერიკელებს. ტრამპს რომ ეძახი "დიფ სთეითი" გმართავსო, მანდ სადმე ცუდად არ გაბრაზდეს და რამე არ დაგვმართოს, ამიტომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან ყაველაშვილისნაირი ცალტვინები, ეს იქნებოდა კარგი. არ ასვენებთ გამჩენი.

ირაკლი კობახიძე დაწერდა ან ზაზა შათირიშვილი. ყაველაშვილმა წერა არ იცის. ყაველაშვილი რომ არ დაწერდა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ტიპი არის აბსოლუტური უცოდინარი, წერა-კითხვა არ იცის. თუ გინდათ, გამოვიყვანოთ და რამე ვუკარნახოთ. ცოტა ხანში წკეპლას რომ მოიმარჯვებს ტრამპი და მოსცხებს კოჭებში, ამის მოლოდინი მაქვს. მოიცლიან ჩვენთვის და კარგად "მოცოცხავენ". ამდენი ხანი რომ დასცინი, აბუჩად იგდებ და ამხელა კაცს ეუბნები "დიფ სთეითი" გმართავსო, რომელსაც იმხელა პრეტენზია აქვს, 5 ომი გავაჩერეო, "ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად" და ამ კაცს რომ ეძახი შენ არაფერს წარმოადგენ და "დიფ სთეითი" გმართავსო, ის მალე გაბრაზდება და ძალიან ცუდად გათლის მათთვის წკეპლას. რომ მოხვდებათ კოჭებში, მერე ნახავენ, როგორ უნდა ეტლიკინონ, თუნდაც აშშ-ს ან სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს." 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
  5. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ნახეთ რეიფ ფაინზი და გლენ ქლოუზი შიმშილის თამაშების ახალ ფილმში — ტრეილერი

და, აი, დრო მოვიდა, ისევ დავბრუნდეთ პანემში. ამჯერად, არც მეტი, არც ნაკლები, მეორე კვარტალური ჯახისთვის.  სულ…