საბა ბრაჭველი: "პროკურატურის მიხედვით, პირბადის ან სათვალის ყიდვა არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული და განზრახ მკვლელობას უტოლდება, ან აჭარბებს კიდეც"
"პროკურატურის მიხედვით, პირბადის ან სათვალის ყიდვა არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული და განზრახ მკვლელობას უტოლდება, ან აჭარბებს კიდეც", — იურისტი საბა ბრაჭველი პროკურატურის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 7 NGO-ს დაყადაღებას ეხმაურება.
"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით:
განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე;
არასრულწლოვანის გაყიდვა (ტრეფიკინგი) ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე;
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე;
ყაჩაღობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე;
გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე.
საქართველოს პროკურატურის მიხედვით:
სხვა ადამიანისთვის წყლის სათვალისა და პირბადის შეძენა ისჯება სსკ 318 (ხუთიდან ათ წლამდე) 319 (შვიდიდან თხუთმეტ წლამდე) და 321' (ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით) მუხლებით.
ანუ: ადამიანის დახმარება — პირბადის ან სათვალის ყიდვა არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, მძიმედ დაჭრაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული და პირის განზრახ მკვლელობას უტოლდება, ან აჭარბებს კიდეც", — წერს იურისტი.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
NGO-ებს ყადაღა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაედოთ.
პროკურატურის ცნობით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის — სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები".
მეტი 7 NGO-ს დაყადაღებაზე:
- 50 NGO და მედიაორგანიზაცია: "ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით"
- ევროპარლამენტმა უკვე განსაზღვრა, როგორ უნდა უპასუხოს ამ ყველაფერს ევროკავშირმა — რასა იუკნევიჩიენე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- სალომე ზურაბიშვილი: შეგუება ნიშნავს, რომ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არა მგონია, საქართველო არასოდეს ჩაბარდება"
- ჯო უილსონი: "MEGOBARI აქტი" საჭიროა, დაუყოვნებლივ!"
- Amnesty International: საქართველოს ხელისუფლება თავად უწყობს საბოტაჟს თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს. ეს რეპრესიები უნდა დასრულდეს
- პროკურატურის ამ ნაბიჯის რეალური მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ სწრაფვაა — ნინო დოლიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- რეპრესიების შემდეგი სამიზნე დამოუკიდებელი ადვოკატები იქნებიან — ნონა ქურდოვანიძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ქვეყნის მომავლის საბოტაჟი ხდება ამ ნაბიჯებით" — ლევან ნატროშვილი 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- "ეს პოლიტიკური დევნაც აღარ არის, ეს უკვე სრული მასშტაბის რეპრესიაა" — ვახუშტი მენაბდე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- პროკურატურის ბრალდება აბსურდულია და ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს — თამთა მიქელაძე 7 NGO-ს დაყადაღებაზე
- პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ 7 NGO დააყადაღა
- NGO-ები რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს
- საბა ბრაჭველი: სხვა ადამიანის სამართლებრივ დაცვაში დახმარება პროკურატურამ დანაშაულად შერაცხა და ამის გამო სამოქალაქო ორგანიზაციებს ყადაღები დაგვადო
- "საფარი": "განცხადება, თითქოს ჩვენი ფინანსები გამოიყენებოდა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისთვის, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია"
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
კომენტარები