კლინიკაში მოთავსებული შშმ პირის მდგომარეობა დამძიმდა — დედა ანალიზების უცხოეთში გაგზავნას ითხოვს
კლინიკაში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლის გიორგი დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა."მომატებულია ლეიკოციტები" — აცხადებს ბიჭის დედა, მაია ბარათაშვილი და აღნიშნავს, რომ პაციენტს აქვს მაღალი სიცხეც.
შშმ პირის დედას სურს, რომ ბიჭის ანალიზები რომელიმე ქვეყანაშიც გადაგზავნოს, სწორედ ამიტომ ის კლინიკიდან ოფიციალურ დოკუმენტის ითხოვს, რომელსაც არ აწვდიან.
უფლებადამცველი თამუნა იარაჯული ამბობს, რომ დედას კანონიერ უფლებას უზღუდავენ.
"დღეის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით რაც გვქონდა, ლეიკოციტები მომატებულია ანალიზში, რაც განაპირობებს იმის შიშს, რომ გაუარესებულია ანალიზების მდგომარეობა ამ მხრივ. სიცხე ჰქონდა გუშინ, რაც არ ჰქონდა აქამდე. რაღაც ახალი გვაქვს. პირველი დღე იყო ინფექციის მაჩვენებელი, წავიდა, მეორე დღე, იყო სიცხე დაგვემატა, იმატებს ეს ლეიკოციტები ყოველდღიურად ზემოთ-ზემოთ მიდის. კარგისკენ ჯერ-ჯერობით არაფერი არ მიდის.
აქედანაც მივმართავ საზოგადოებას, ყველამ იცის გიოს მდგომარეობა და ძალიან ვთხოვ ყველას, იქნებ რაღაცნაირად მოვბილიზდეთ და მოვახერხოთ, რომ თანხები რაღაცნაირად მოვაგროვოთ.
თვალის გახელის მეშინია, არ ვიცი რა მდგომარეობა დამხვდება. ამ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, რაღაც იმედის მომცემი იქნება არსებობდეს კიდევ ამიტომ მინდა, რომ გადავაგზავნოთ რომელიმე ქვეყანაში ბავშვის ანალიზები, მონაცემები, დიაგნოზი, რაც გვაქვს ხელში. ამიტომ ვითხოვ ამ კლინიკიდანაც, რომ სრული ინფორმაცია მქონდეს წერილობით, დიაგნოზი მქონდეს ბავშვის, რომ შევძლო სხვა ექიმებსაც ვაჩვენო და მათი აზრიც მოვისმინო. იქნებ არსებობს შანსი, რომ უკეთესი დღე გაგვითენდეს და ყოველდღიურად ერთი და იგივე მდგომარეობა არ იყოს, რომ რაღაცა ცუდი დაგვემატა კიდე," — განაცხადა მაია ბარათაშვილმა "TV პირველთან" საუბრისას.
შშმ უფლებადამცველის, თამუნა იარაჯულის განცხადებით, პაციენტზე სრულყოფილი ინფორმაციის გადმოცემას კლინიკისგან უკვე მეხუთე დღეა ითხოვენ.
"სამწუხაროდ, დედას უზღუდავენ იმ კანონიერ უფლებას, რასაც ჰქვია დოკუმენტის გადმოცემა. მეხუთე დღეა ვითხოვთ სრულყოფილი ინფორმაციის გადმოცემას პაციენტზე. ჩანაწერები, რომელი ექიმიც ჩაერთო, მაგალითად ჩაერთო ინფექციონისტი, გააკეთა ჩანაწერი, რა ანალიზები დანიშნა, რა პასუხები მოვიდა და რა მედიკამენტი დაემატა, აი, ეს არის სრულყოფილი ინფორმაცია," — განაცხადა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 წლის გიორგი დავითურს სამმა საავადმყოფომ მიღებაზე უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ მისი დედა, მაია ბარათაშვილი საუბრობდა. მისივე თქმით, ამ პროცესში ბევრი დრო დაიკარგა, რის გამოც მისი შვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამ დროისთვის შშმ პირი კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსშია" მოთავსებული.
"გთხოვთ, მიშველეთ, გადამარჩენინეთ შვილი.
ჩემი შვილი იბრძვის სიცოცხლისთვის, გიო იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ის არის ინტუბირებული.
ალბათ ყველამ გაიგეთ უკვე ჩემი გიოს მდგომარეობა, 3 დღის წინ დიდი ბრძოლის და 4 გამოვლილი კლინიკის შემდეგ ჯეო ჰოსპიტალში შევედით ამოუცნობი ტკივილებით, შემდეგ მოხდა გიოს სედაცია გაუსაძლისი ტკივილების გამო,დილას როდესაც ექიმი გამოვიდა მითხრეს რომ გიოს მდგომარეობა შეიცვალა, დამძიმდა და სუნთქვის უკმარისობის გამო მოხდა გიოს აყვანა რეანიმაციაში და ინტუბირება.
სამი დღის შემდეგ კიდევ არ ვიცი და არ მაქვს ზუსტი დიაგნოზი თუ რატომ მოხდა გიოს მდგომარეობის ესე დამძიმება. ამჟამად გიოს სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, გაუმჯობესება არანაირი არ გვაქვს პირიქით ანალიზების პასუხები უარესდება. სასწრაფოდ უნდა მოხდეს საზღვარგარეთიდან წამყვანი ექიმების ჩართვა და ჩამოყვანა.
გთხოვთ, გადამარჩენინოთ ჩემი გიოს სიცოცხლე, თითოეული ადამიანის თანადგომა ეხლა ჩემთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გთხოვთ დამეხმაროთ რომ არ დადგეს ის სავალალო შედეგი, რომელსაც ბევრი ექიმი ვარაუდობს.
საქართველოს ბანკი
მიმღები: მაია ბარათაშვილი (დედა)
#GE58BG0000000499168653
თიბისი ბანკი
მიმღები: მაია ბარათაშვილი (დედა)
#GE59TB7030445061100047", — დაწერა მაია ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში.
-
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
-
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა
გადახედვა
-
შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას
გადახედვა
-
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
გადახედვა
-
ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება
გადახედვა
-
ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს
გადახედვა
-
ვულოცავ მადიარს და მის გუნდს სერიოზულ გამარჯვებას. მისასალმებელია ის პროცესი, რაც ვნახეთ უნგრეთში ვულოცავ მადიარს და მის გუნდს სერიოზულ გამარჯვებას. მისასალმებელია ის პროცესი, რაც ვნახეთ უნგრეთში
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
2026 წლის 1-ელი ივლისიდან კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება აიკრძალება 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება აიკრძალება
გადახედვა
-
მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება
გადახედვა
-
დაეჯერებინათ და ეროვნული ბანკისგან მოეთხოვათ ფულის ბეჭდვის შეჩერება. მალევე დაინახავდნენ შედეგს — ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე დაეჯერებინათ და ეროვნული ბანკისგან მოეთხოვათ ფულის ბეჭდვის შეჩერება. მალევე დაინახავდნენ შედეგს — ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე
გადახედვა
-
თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს
გადახედვა
-
Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
-
სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
გადახედვა
-
დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება
გადახედვა
-
"ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე "ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე
გადახედვა
-
საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს
გადახედვა
-
რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი
გადახედვა
კომენტარები