ზაფხული შენს გზაზე — მაზდა ცენტრი თეგეტას სეზონური ფოტოგადაღება
ფოტო: მაზდა ცენტრი თეგეტა
ზაფხული წლის ყველაზე ფერადი სეზონი თავგადასავლებთან, მოულოდნელობებთან და სიყვარულთან ასოცირდება. სწორედ ამ ემოციების ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ მნახველამდე მიტანა იყო მაზდა ცენტრი თეგეტას საიმიჯო ფოტოპროექტის მიზანიც. რიგით მეორე ფოტოგადაღებამ ამჯერად ბრენდის ვინტაჟური ავტომობილი მხატვრულ, კინემატოგრაფიულ გარემოში ასახა. ფოტოები ფირითაა გადაღებული, რაც განსაკუთრებულ იდუმალებას სძენს ნამუშევრებს. ფირის ფოტოგრაფიის გარდა შეიქმნა AI ვიზუალებიც.
ფოტო: მაზდა ცენტრი თეგეტა
საიმიჯო ფოტოსესიის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. მაშინ „მაზდა ცენტრი თეგეტასა“ და ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავას თანამშრომლობა საგაზაფხულო ფოტოგადაღებით დაიწყო, ახლა კი ის საზაფხულო ფოტოპროექტით გაგრძელდა. ამჯერად მაზდა ცენტრი თეგეტას ზაფხული ბრენდის მიერ 1993 წელს გამოშვებულ Mazda MX-5 Miata -ს ასახავს. სპეციალურად შეირჩა რომანტიკული, საზაფხულო ფოტოსესიისთვის ვინტაჟური კაბრიოლეტი და საზაფხულო ფოტოსესია ქალაქგარეთ დაიგეგმა.
საბა მჭედლიშვილი, მაზდა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი: “ისევე, როგორც საგაზაფხულო ფოტოსესიის შემთხვევაში, ამჯერადაც გვინდოდა, გვეჩვენებინა ავტომობილის, ბუნებისა და ადამიანების ერთობლიობა. გადმოგვეცა ზაფხულის ფერები და ხასიათი. ამ სეზონის სიმსუბუქიდან და სილაღიდან გამომდინარე, არჩევანი სასიყვარულო თემატიკაზე შევაჩერეთ. ფოტოსესიის მთავარი გზავნილია — ზაფხული შენს გზაზე. ნამუშევრები ასახავს რომანტიკულ ურთიერთობას, სპონტანურ გასეირნებასა და თავგადასავალს, რომელიც თბილ დღეებს თან ახლავს. სიმწვანე, ლურჯი ცა, სითბო, ფირის ფოტოგრაფიის სიღრმე და უნიკალური ტექსტურა სიცოცხლესა და ბუნებრივობას ანიჭებს ნამუშევრებს“.
ფოტო: მაზდა ცენტრი თეგეტა
ფოტოხელოვანი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ ზაფხული მისთვის დასვენებასთან, თავგადასავლებთან, თბილ ფერებთან, სიმწვანესა და თავისუფლებასთან ასოცირდება. სწორედ ბუნებასთან მჭიდრო კავშირისა და სიმარტივის გადმოცემა დაისახა მიზნად ფოტოხელოვანმა. “ლოკაციებისა და ამინდის ცვლილებამ ბუნებრივი განათების პირობები რამდენჯერმე სრულიად შეცვალა. ჩვენ მივყვებოდით პროცესს და ვერგებოდით რეალობას, რომელსაც ბუნება გვთავაზობდა“ — ასე აღწერს მარიამ სიჭინავა გადაღების პროცესს.
მარიამ სიჭინავა, ფოტოხელოვანი: “ვფიქრობ, გარკვეულწილად მოვახერხე ზაფხულის განწყობის ფოტოებში ასახვა, როგორც განათებითა და ფერებით, ისე იმ დინამიკით, რომელიც გმირებსა და გარემოს შორის შეიქმნა. ფოტოები ჰყვება ამბავს ორ ადამიანზე. მათ გადაწყვიტეს, ყველაფრისთვის თავი დაენებებინათ და უბრალოდ წასულიყვნენ გზის, ერთმანეთისა და საკუთარი თავის საძიებლად. ესაა ამბავი გზაზე, სადაც მთავარია არა მიზანი, არამედ პროცესი.
ფოტო: მაზდა ცენტრი თეგეტა
ეს უკვე მეორე სეზონური ფოტოსესიაა, რომელიც მაზდა ცენტრი თეგეტასთვის გადავიღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დამკვეთი მაქსიმალურად გაკავშირებს პროცესთან და გენდობა, როგორც შემოქმედს. ეს თავისუფლება და მხარდაჭერა მეხმარება, რომ იდეები ბოლომდე და გულწრფელად გამოვხატო. ზაფხულის ფოტოსესიის დროს, ჩემი მიზანი იყო, მეჩვენებინა სეზონის ის მუხტი, რომელიც თავისუფლებასთან, მოძრაობასთან და ადამიანურ ურთიერთობებთანაა დაკავშირებული. მინდოდა, ფოტოები ყოფილიყო თბილი, მზიანი და ცოტა მელანქოლიური. მსურდა, ამესახა გულწრფელი ემოციები. ამის შთაგონებად იქცა, პირველ რიგში, თავად Mazda MX-5 Miata — ავტომობილი, რომელიც ჩემთვის ზაფხულს, მოძრაობასა და თავგადასავლებს უკავშირდება“.
ფოტოპროექტის ნაწილია მარიამ სიჭინავას მიერ შექმნილი AI ვიზუალებიც. ის ამ მიმართულებით უკვე ორი წელზე მეტია მუშაობს, თუმცა საავტომობილო ბრენდთან თანამშრომლობით AI ინტეგრირება პირველი ექსპერიმენტი იყო. ტექნოლოგიამ პროექტს განსხვავებული სცენები და გარემო შემატა. რეალური ფოტოები და ხელოვნური ინტერპრეტაცია პროექტში ერთმანეთს ავსებს და შთამბეჭდავ ვიზუალურ სამყაროს ქმნის.
ფოტო: მაზდა ცენტრი თეგეტა
მაზდა ცენტრი თეგეტასა და მარიამ სიჭინავას თანამშრომლობა არც აქ სრულდება. ბრენდის საიმიჯო ფოტოგადაღება ყველა სეზონზე დაიგეგმება. კომპანია — ზაფხულის შემდეგ მარიამი მაზდას შემოდგომას წარმოადგენს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულება, თეგეტა ქარსში არსებული კომპანია მაზდა ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. ის ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
კომენტარები