ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება
ფოტო: Brian Aslak
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 23 ივლისის 00:00 საათიდან ორი დღის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ელენე ახვლედიანის აღმართიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე არსებული ბენზინგასამართი სადგური "ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიამდე.
თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული შეზღუდვების მიზეზი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოებია.
"გარდა ამისა, გადაადგილება შეიზღუდება ელენე ახვლედიანის ხევიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს მიმართულებითაც. დროებით გაუქმდება კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის N36-ს მიმდებარედ არსებული ზონალური პარკირება (ლოტი A1679).
ელენე ახვლედიანის აღმართიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტომობილები ალტერნატიული მარშრუტით მოხვდებიან. კერძოდ, ელენე ახვლედიანის აღმართის, მალხაზ აბდუშელიშვილის, ნიკო ლომოურის, ვახტან VI, ვლადიმერ მესხიშვილის, სამრეკლოს, მიხეილ ბუხაიძის, კუმისის, მოსე თოიძის ქუჩების გავლით.
ელენე ახვლედიანის აღმართიდან ნოე ჟორდანიას სანაპიროს მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ნიკო ლომოურის, ვახტან VI, ვლადიმერ მესხიშვილის ქუჩების, ავლაბრის მოედნის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე არსებული შუქნიშნიდან ნოე ჟორდანიას სანაპიროს მიმართულებით.
ნოე ჟორდანიას სანაპიროდან ელენე ახვლედიანის აღმართის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ბარათაშვილის აღმართის, ავლაბრის მოედნის, ჰამლეტ გონაშვილის, ვახტანგ VI-ს, ვლადიმერ მესხიშვილის, სამრეკლოს და მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩების გამოყენებით.
შეზღუდვის პერიოდში, ელენე ახვლედიანის ხევიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, „თბილისი მოლის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მარშრუტი N333, ასევე, N359, N395 ავტობუსები და N462 და N522 მიკროავტობუსები, ელენე ახვლედიანის აღმართსა და დავით სულიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მონაკვეთში აღარ გაივლიან და ნოე ჟორდანიას სანაპიროს გავლით იმოძრავებენ, შემდეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას იგივე მარშრუტს გამოიყენებენ.
შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შოთა გამცემლიძის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ტრანსპორტის გაჩერებებს აღარ გაივლის. ამ დროს, მგზავრებს ელენე ახვლედიანის აღმართისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებული გაჩერებებით სარგებლობა შეეძლებათ, — ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
კომენტარები