ლევან ხაბეიშვილი: "კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური — ყველა ჩემთან თანამშრომლობს"
"კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური — ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მოაქვს" — ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოცნების ყოფილი წევრი, რომლის ვინაობასაც არ ამხელს, კორუფციაშია მხილებული და ლევან ხაბეიშვილს "აფინანსებდა".
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ოცნებაში მწვავე დაპირისპირებაა. მისი თქმით, "ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურდება: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს".
"დანასისხლად არიან გადაკიდებული გომელაურ-ლილუაშვილ-ღარიბაშვილთან. ისინი ამ ისტერიკით ადასტურებენ ერთ რამეს: შიგნით აქვთ უბედურება დაჭმა და მეტი ინფორმაცია მაქვს თუ არა? კიდევ უფრო მეტი მაქვს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურდება: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს.
ბატონო ბიძინა, მარტო დარჩებით, ხომ ხვდებით? ხომ ხედავთ? კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური — ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მოაქვს. თქვენ ხომ ხვდებით, რომ დარჩებით მიქანაძის, ოხანაშვილის და ამ შეშლილი კობახიძის ამარა. ღარიბაშვილზე ვთქვი — მიქაუტაძე დაუჭირეთ, მისი ჯიბე. გომელაურის გადადგომა ვთქვი — ორ დღეში გადადგა. რიჟვაძეზე ვთქვი — ფაქტობრივად კლავდით, ან თავს იკლავდა. ბიზნესზე ვთქვი — "ზარალადან" დაწყებული პაპაშვილით გაგრძელებული და ჩხაიძეს, საერთოდ, შვილი დაუჭირეთ. რომელი ერთი მოვყევი და არ დადასტურდა? ლილუაშვილს ვთქვი, რომ 100 მლნ დოლარს სთხოვთ, ოხანაშვილმა აგერ თქვა, რომ დიახ, გამოძიებას მასთან კითხვები აქვს. ამიტომ, თქვენ აბსოლუტურად მარტო დარჩებით ამ შეშლილების ამარა," — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "პირველთან".
დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული ოცნების ჯგუფის ყოფილი წევრი კორუფციაშია მხილებული და დასძინა, რომ ეს პირი ლევან ხაბეიშვილს "აფინანსებდა". ჟურნალისტების კითხვაზე თუ ვინ არის ეს პირი, ოცნების პრემიერმა განაცხადა, რომ "უდანაშაულობის პრეზუმფციას" იცავს და მის ვინაობას არ დაასახელებს.
"მე არ დავაკონკრეტებ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე იმიტომ არ ვსაუბრობ სახელებით და გვარებით, რომ ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. როდესაც საუბარია კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებზე, გამოძიება უნდა დაიწყოს შესაბამისმა უწყებამ. მე იმედი მაქვს, რომ სადაც იქნება საფუძვლიანი ეჭვი ყველგან დაიწყება გამოძიება", — თქვა კობახიძემ.
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები