გენპროკურატურა "მთავარ არხში" და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა — რას ამბობს უწყება
ფოტო: NEWS.On.ge
გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია "მთავარ არხში" და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში ტელეკომპანიის დირექტორის, გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "მთავარმა არხმა" ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გაავრცელა, შემდეგ კი მომხდარს გენერალური პროკურატურაც გამოეხმაურა.
უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ტელეკომპანია "მთავარ არხს" "ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით" მიმართეს. უწყების განმარტებით, გამოძიება დაწყებულია "საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე".
"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია "მთავარ არხს" ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, ამავე ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
განჩინებები, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, ოფიციალურად ჩაბარდა შპს "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს და მათ დოკუმენტების გადმოსაცემად მიეცათ გონივრული ვადა.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე," — ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, "მთავარმა არხმა" ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ გენერალური პროკურატურა ტელეკომპანიაში და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. "მთავარი არხის" განცხადებით, ფინანსურ ოპერაციებში არანაირი დანაშაული არ არის და "ზედაპირზეა ოქუაშვილის დირექტორის ბრალდებების აბსურდულობა".
"საქართველოს გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია "მთავარ არხში" და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. პროკურატურამ მოითხოვა არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას და გაყიდვების სახლს დღეს გადაეცა.
გამოძიება დაწყებულია "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს მენეჯმეჯმენტს და არხის თანადამფუძნებლებს.
როგორც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვაცხადებდით, ზაზა ოქუაშვილი ყალბ და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდა არხის მენეჯმენტსა და თანადამფუძნებლებს და ამით ემსახურებოდა რუსული რეჟიმის ინტერესებს.
სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ მოახერხა მიზნის მიღწევა და ზაზა ოქუაშვილის ხელით დახურა ქვეყნის მთავარი კრიტიკული არხი. თუმცა, როგორც ჩანს, "მთავარ არხზე" ზეწოლა ამით არ ამოიწურა და რეჟიმი ისევ ოქუაშვილის ცილისწამების საფუძველზე ცდილობს კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დამფუძნებლებზე ანგარიშსწორებას.
"მთავარი არხის" ფინანსურ ოპერაციებში არანაირი დანაშაული არ არის და მიუკერძოებელი პროკურატურა ქურდაძის საჩივარზე გამოძიებასაც კი არ დაიწყებდა, ვინაიდან ზედაპირზეა ოქუაშვილის დირექტორის ბრალდებების აბსურდულობა. თუმცა ყველას გვესმის, რომ “ქართული ოცნება” მომართულია არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესრულებისკენ" — ვკითხულობთ "მთავარი არხის" განცხადებაში.
"მთავარი არხი" ეთერში 2019 წლის 9 სექტემბერს გავიდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2-დან" წამოსულმა გუნდმა 19 დღეში დააფუძნა. არხმა მაუწყებლობა 2025 წლის 1-ელ მაისს შეწყვიტა. ტელეკომპანიის განცხადებით, არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მიზანმიმართულად ბლოკავდა მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ტრანზაქციებს და მან ტელევიზია დახურვამდე მიიყვანა. "მთავარ არხში" ამბობენ, რომ ტელეკომპანია ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილის ხელით დახურა.
მეტი "მთავარი არხი" შესახებ:
- 1 მაისიდან "მთავარი არხის" მაუწყებლობა სრულად შეწყდება — თანამშრომლებმა ოფიციალური შეტყობინება მიიღეს
- "დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით" — "მთავარი არხის" სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა
- გიორგი ქურდაძე: ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ კომპანია "ნიუ სეილსის" ანგარიშზე აკუმულირებული 4 მლნ-მდე ლარი მიიტაცეს
- 15 თებერვლის დილიდან “მთავარი არხის” მაუწყებლობა შეჩერებულია
- ოქუაშვილი: "მთავარის" გადასარჩენად საჭიროა დირექტორად ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის მისაღები პირი მოვიდეს
- “მთავარი არხი” განცხადებას ავრცელებს სადაც წერს, რომ ოქუაშვილის დამაზიანებელი ქმედებების შედეგად მაუწყებლობას ვეღარ ახერხებს
- გიორგი ქურდაძე გაბუნიას თანამდებობიდან გადადგომის რეგისტრაციას ითხოვს
- "მთავარი არხის" ერთ-ერთი დირექტორი: ყველა ტყუილზე ვუპასუხებ შესაბამისი დოკუმენტებით
- ზაზა ოქუაშვილი: მე მზად ვარ, რომ ჩავერთო პირდაპირ ეთერებში, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაციაზე წვდომა
- ნიკა გვარამია: ეს შანტაჟისტი გოგი, ცხადია ოქუაშვილის მითითებით და უკვე სრულიად დარწმუნებული ვარ ივანიშვილთან გარიგებით, არხს ფაქტობრივად ხურავს
- ზაზა ოქუაშვილი: ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია
- გიორგი გაბუნია: ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს "მთავარი არხი"
- მთავარი არხი: საჭიროა ქმედება ქართული საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დასაცავად
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები