"რას ელოდა თბილისის მერია? რატომ არ შეზღუდა შენობის გარეთ გარე ვაჭრობა? რატომ მოაწყო შენობის წინ საპარკინგე სივრცე?" — კონსტიტუციის 78-ე მუხლი
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "კონსტიტუციის 78-ე მუხლი" ვაგზლის მოედანზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიას ჰქონდა ინფორმაცია შენობის ავარიულობის შესახებ, მათ მაინც დართეს უფლება გარე მოვაჭრეებს ევაჭრათ ამ ტერიტორიაზე და შენობის წინ საპარკინგე სივრცეც მოაწყო.
"როგორც კახა კალაძის განცხადებიდან ირკვევა, მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურები ინფორმირებულნი იყვნენ შენობის იმ ხარისხის ავარიულობაზე, რომ ის საჭიროებდა დემონტაჟს. ამ ფონზე, თბილისის მერიამ, მაგალითად, 2024 წლის 27 მაისსა და 2025 წლის 16 აპრილს გასცა სავაჭრო ობიექტებისთვის სარეკლამო აბრების მოწყობის ნებართვები, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე tas.ge საჯაროდ იძებნება (AR11033208 და AR11084015). ამავე შენობის წინ თბილისის მერიის მიერვე მოწყობილია ზონალურ — საათობრივი პარკირება.
ჩნდება კითხვა, რას ელოდა თბილისის მერია? ზემოაღნიშნული ნებართვებით რატომ მისცა ავარიულ შენობაში სავაჭრო ობიექტებს ფუნქციონირების შესაძლებლობა და რატომ არ შეზღუდა შენობის გარეთ გარე ვაჭრობა? რატომ მოაწყო შენობის წინ საპარკინგე სივრცე და სახლის ჩანაცვლებაზე თუნდაც უარის თქმის მიუხედავად, რატომ არ უზრუნველყო როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე შენობის მიმდებარედ გამვლელი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა?" — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ "ავარიული მრავალბინიანი კორპუსების ჩანაცვლებისთვის სავალდებულო თანხმობის ნაწილში ცვლილებები უკვე ორ წელზე მეტია, შესულია" და 100% თანხმობა არ არის საჭირო.
"მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და დიდუბის გამგეობა ინფორმირებული იყო აღნიშნული შენობის ავარიულობის შესახებ, მეტიც — დადგენილი ჰქონდა ავარიულობის ხარისხი, კახა კალაძე დღეს ებღაუჭება ერთადერთ არგუმენტს, რომ შენობის ჩანაცვლებაზე მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა არ იყო, თუმცა როგორც თბილისის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №21-1 დადგენილებით ირკვევა, ავარიული მრავალბინიანი კორპუსების ჩანაცვლებისთვის სავალდებულო თანხმობის ნაწილში ცვლილებები უკვე ორ წელზე მეტია, შესულია," — ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რომ ვაგზლის მოედანზე შენობის ფასადის ჩამონგრევა უბედური შემთხვევა იყო და მოსახლეობას შენობის ავარიულობაზე ინფორმაცია ჰქონდათ. კალაძემ დასძინა, რომ შენობის მცხოვრებლებს ნაწილმა უარი განაცხადა "ჩანაცვლების პროგრამაში" მონაწილეობაში და ამის გამო ვერ აიცილეს ტრაგედია თავიდან.
- კახა კალაძე ვაგზლის მოედანთან ნგრევაზე: "მოხდა უბედური შემთხვევა. კორპუსი იყო ავარიული, ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ"
- სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ერთი პირი
15 ივლისს, სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა. თავდაპირველად შსს-მ ერთი ადამიანის დაღუპვა დაადასტურა, მოგვიანებით კი გაავრცელა ცნობა მეორე გარდაცვლილის შესახებ. უწყების ცნობითვე, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სტაციონარშია გადაყვანილი. ნგრევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები