აფხაზეთის კინოფონდის ხელმძღვანელი რუსი ტურისტების მიმართ "პროვოკაციული განცხადებებისთვის" ბოდიშს იხდის
აფხაზეთის კინოფონდის დირექტორმა, ალექსანდრე ბასარიამ რუსი ტურისტების მიმართ "პროვოკაციული განცხადებების" შემდეგ საჯაროდ ბოდიში მოიხადა.
ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ბასარია ამბობს, რომ რუსი ტურისტები "იაფი ტურებით" ჩამოდიან და ჩივის, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას. ბასარიამ ასევე განაცხადა, რომ რუსი ტუროპერატორები ამცირებენ ფასებს სასტუმროს, ექსკურსიების და ტრანსპორტის ინდუსტრიებში, რაც "ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს აზარალებს".
"სწორედ ასეთი პროვოკაციული განცხადებები, რომელთა გაკეთებაც დავუშვი, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას" — განაცხადა ბასარიამ ვიდეოში, რომელშიც ბოდიშს იხდიდა.
მან ასევე განმარტა, რომ აფხაზეთის კინოფონდი კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამთავრობო სტრუქტურებთან.
ბასარიას კომენტარების შემდეგ, აფხაზეთის ტურიზმის მინისტრმა, ასტამურ ლოგუამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები "მიუღებელია" აფხაზეთსა და რუსეთს შორის, "როგორც ორ მოძმე სახელმწიფოსა და ხალხს" შორის ურთიერთობების ფარგლებში.
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი სტუმართმოყვარეობის ტრადიციები, რაზეა დაფუძნებული აფხაზური კულტურა და ტურისტი აღვიქვათ, როგორც მთავარი სტუმარი, რომელსაც სახლში ვიღებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ უნდა დავაფიქსიროთ თავი და მოვიქცეთ", — თქვა ლოგუამ.
განცხადება გამოაქვეყნა ტურიზმის სამინისტრომაც. უწყება აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთს სტუმრობენ, "არ და ვერ წარმოადგენენ საფრთხეს" ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსმა ტუროპერატორებმა "მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს" აფხაზეთის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში. სამინისტრომ ასევე ხალხს მოუწოდა, "იგნორირება გაუკეთონ პროვოკაციულ განცხადებებს" და ყურადღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოების ოფიციალურ განცხადებებზე გაამახვილონ.
ანალოგიურად, საზოგადოებრივი პალატის მდივანმა, გული კიჩბამ, გააფრთხილა ხალხი, რომ არ გაეკეთებინათ განცხადებები, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს აფხაზეთის იმიჯს, ხოლო რიწის ეროვნული პარკის დირექტორმა, ადამურ ბაგატელიამ, ხაზი გაუსვა, რომ რუსი ტურისტები ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება საჭირო აფხაზეთში.
"ეს პროვოკაციაა"
რუსეთის რესტავრატორთა და სასტუმროების ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ვადიმ პრასოვმა, ბასარიას კომენტარებს "უცნაური" უწოდა და აღნიშნა, რომ "სახელმწიფოები ტურისტების ნაკადისთვის იბრძვიან".
"ხალხი მოდის, ხარჯავს ფულს, რომელიც, მათ შორის გადასახადების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ისინი წარმოადგენენ ბიზნეს საზოგადოების საფუძველს შემოსავლების თვალსაზრისით. ეს ფული იხარჯება თანამშრომლების ხელფასებზე, ობიექტების მოვლა-პატრონობაზე, საკვების, ნედლეულის და მარაგების შეძენაზე. ეს არის ფული, რომელიც მიდის აფხაზეთის სასტუმროების ბრუნვაში და ეს სარგებელს მოუტანს ეკონომიკას", — განუცხადა პრასოვმა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება Sputnik-ს.
რუსმა პარლამენტარმა სვეტლანა ჟუროვამ განაცხადა, რომ ტურისტული სეზონის განმავლობაში ყოველწლიურად ხდება "სპეციალური პროვოკაციული გაჟონვები", რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთის დისკრედიტაციას.
"ვინ არის ის [ბასარია] საერთოდ? ყველა ამას განზრახ აკეთებს. ყველაფერი ნათელია. ეს პროვოკაციაა", — თქვა ჟუროვამ.
ანალოგიურად, რუსმა პოლიტიკოსმა ალექსეი კონდრატიევმა Sputnik-ს განუცხადა, რომ "ეს პროვოკაციები აშკარად მიზნობრივია" და აღნიშნა, რომ ისინი რუსეთის მტრებისთვის სასარგებლოა.
"ამიტომ, ჩვენ, როგორც რუსებმა, ასევე აფხაზებმა, ეს უნდა გავიგოთ. გავიგოთ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, საერთო რწმენა. და არავინ გვაიძულებს ერთმანეთისგან ზურგის შექცევას", — თქვა კონდრატიევმა და დასძინა, რომ ბასარია მხოლოდ ერთი ადამიანია და ვერ წარმოადგენს მთლიანად აფხაზეთს.
რუსმა პარლამენტარმა ვიტალი მილონოვმა ასევე მიანიშნა გარე ფაქტორზე და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი განცხადებები "რაღაც მესამე, ბნელი ძალების გამოვლინებაა", რომლებსაც სურთ თავიანთი სამშობლოს დანგრევა.
ოფიციალური კომენტარის გარდა, რუსულმა სახელმწიფო მედიასაშუალებამ — RT-მ გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ბასარია გაკოტრდა და 2024 წელს სასამართლომ 430 000 რუბლზე მეტის (5 500 აშშ დოლარის) გადახდა დააკისრა.
მათი რეპორტაჟის თანახმად, ბასარია 2005-2016 წლებში აფხაზეთის ტურიზმისა და სასტუმროების ინდუსტრიაში მუშაობდა. 2020 წლის მონაცემებით, ის ხელმძღვანელობდა აფხაზეთის კინოფონდს, რომლის სამეურვეო საბჭოშიც არცერთი წევრი არ არის.
"ისინი არაფერს ხარჯავენ"
ივნისში, აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროს თანამშრომელი კრისტინა ლაკერბაია სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ რუსი ტურისტები დაბალბიუჯეტიანები იყვნენ.
"გარწმუნებთ, რომ ის ტურისტები, რომლებიც აქ 300 რუბლად (4 დოლარი) ჩამოდიან, არაფერს ხარჯავენ. ისინი სასტუმროში წვენის ან წყლის რიგში დგანან, მაგრამ ქუჩაში არაფერს ყიდულობენ. ისინი მოდიან და "დოშირაკის" ლაფშას ყიდულობენ, ჩვენ კი გვინდა, რომ სუვენირები და ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იყიდონ", — განაცხადა ლაკერბაიამ, როგორც ამბობენ, აფხაზეთის ტურისტთა კავშირის შეხვედრაზე.
ამ კომენტარებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა როგორც აფხაზეთში, ასევე რუსეთში.
საპასუხოდ, აფხაზეთის პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ტურიზმის სამინისტროს განუცხადა, რომ "სტუმრების სიმდიდრის მიხედვით დაყოფა მიუღებელია"
"ჩვენ ყოველთვის გვიხაროდა ყველა ტურისტის ნახვა — ეს მშვიდობისა და ცხოვრებაში დაბრუნების სიმბოლოა", — განაცხადა გუნბამ 23 ივნისს.
"დარწმუნებული ვარ, რომ მილიონობით ადამიანის სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ არ დაჩრდილავს ოფიციალური პირების ამ დაუფიქრებელ სიტყვებს", — აღნიშნა მან.
კითხვის გამარტივების მიზნით, ჩვენ ვირჩევთ, არ გამოვიყენოთ ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე-ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც ვსაუბრობთ აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტებზე ან პოლიტიკურ პოზიციებზე. ეს არ გულისხმობს მათ სტატუსზე პოზიციას.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
კომენტარები