გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

9 Jul. 2025, 12:00

გიორგი ვაშაძე: "44 წლის გავხდი. დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის.

ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული.
თუ რამეს ვისურვებდი ამ დაბადების დღეზე — ერთიანობაა, ერის გაერთიანება, რომ დავიხსნათ ჩვენი სამშობლო. რაც მალე გავერთიანდებით, მით მალე გავიმარჯვებთ!

ერთადერთი, რაც მაწუხებს საპატიმროში, ურთიერთ თავდასხმებია. ტელევიზიით გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებ, მიუხედავად იმისა რომ ეს შეიძლება პერსონალურად მე არ მეხებოდეს, გული მტკივა, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი ნათქვამი გვაშორებს გამარჯვებას.

იმედი მაქვს, ამასაც მალე გადავლახავთ, დავიწყებთ ერთმანეთის მოსმენას, განსხვავებულ აზრს პატივს ვცემთ, შევეცდებით ერთმანეთთან კომპრომისის ძიებას, შეცდომებს გავიაზრებთ და საბოლოო გამარჯვებისთვის გაერთიანებას მალე შევძლებთ.
ძალა ერთობაშია!

პატიმრობაში მყოფი, მაგრამ თავისუფალი გიორგი ვაშაძე"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ