ბაზისბანკსა და საქართველოს ბანკს შორის მომენტალური გადარიცხვების სისტემის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: ბაზისბანკი
ციფრული სერვისების განვითარებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, ბაზისბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის, საქართველოს ბანკის მიერ მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემის დასანერგად, თანამშრომლობის მემორანდუმდი გაფორმდა. სერვისი მომხმარებლებისთვის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.
მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა საქართველოში პირველად ინერგება და მისი დახმარებით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, თანხა ბაზისბანკის, საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკისა და კრედო ბანკს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება. საგულისხმოა, რომ თანხის გადარიცხვა, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ეროვნულ ვალუტაში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10,000 ლარის ოდენობის ლიმიტი იმოქმედებს. მომხმარებლები შეძლებენ დღის განმავლობაში გადარიცხვა შეუზღუდავი სიხშირით განახორციელონ.
“ბაზისბანკისთვის პრიორიტეტულია, რომ საკუთარ მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს სწრაფი და მოქნილი საბანკო მომსახურება და მაქსიმალურად გაუმარტივოს ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ოთხ ქართულ ბანკს შორის დაწყებული თანამშრომლობა, შესაძლებლობას მისცემს თავიანთ მომხმარებლებს, რომ მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ ან საკუთარ ანგარიშებს შორის მიიღონ თანხა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს კი, ერთი მხრივ, ინოვაციური შესაძლებლობაა და, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, შეძლებს მსგავსი ტექნოლოგიური სერვისების განვითარებით დააინტერესოს ქართული საბანკო სფერო.“ — აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
“ეს სიახლე სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი საშუალებით, პარტნიორ ბანკებთან ერთად მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მარტივად შეასრულონ გადარიცხვები და თანხა სასურველ დროს მიიღონ. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში საქართველოს ბანკთან ერთად სამი ბანკი ჩაერთო, რითიც ჯამში ასეულობით ათას მომხმარებელს უფრო სწრაფი და ეფექტიანი საბანკო სერვისის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვფიქრობ, ეს ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია და იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს ამ სიახლით, საჭიროა, სხვა ბანკებიც ჩაერთონ პროცესში. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალში ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს შევთავაზებთ, როგორც ფინანსურ სექტორს, ისე ჩვენს მომხმარებლებს“, — აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
კომენტარები