მწარე პოდკასტი: სინამდვილეში როგორ უმასპინძლეს სულხან-საბას ევროპაში?
მწარე პოდკასტის (პოდკასტი ისტორიაზე, კულტურაზე, ცივილიზაციებზე — ბევრ საინტერესო თემაზე, მწარედ და ობიექტურად) ამ ეპიზოდში მოისმენთ, როგორ დახვდნენ სულხან-საბა ორბელიანს ევროპაში, ვინ დაეხმარა ელჩს მოგზაურობაში და რა მოთხოვნები ჰქონდა მას საფრანგეთის მეფესთან, როგორი იყო გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს (რომელიც უკვე სამთავროებად იყო დაშლილი) ევროპული პოლიტიკა — პოდკასტის სტუმარია ისტორიკოსი ბექა კვაჭაძე.
ისტორიკოსი ბექა კვაჭაძე აღნიშნავს, რომ სულხან-საბა ორბელიანის ელჩობის შესახებ საზოგადოებაში ხშირად ბუნდოვანი და სტერეოტიპული წარმოდგენები არსებობს, ისევე როგორც ზოგადად მე-15—მე-17 საუკუნეების საქართველოს ისტორიაზე.
ჩვენი წარმოდგენა უმეტესად შექმნილია ერთი ლექსით
— აღნიშნავენ ისტორიკოსები და მიუთითებენ მუხრან მაჭავარიანის ლექსზე საბა, რომელშიც აღწერილია, როგორ ალოდინეს სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთის მეფესთან და ზოგადად, საკმაოდ უარყოფითად არის გადმოცემული ეს ვიზიტი.
ამას გარდა, არსებობს მოსაზრება, თითქოს ზოგადად ქართველ მეფეებს არ ჰქონდათ შესაბამისი წარმოდგენა ევროპული პოლიტიკის შესახებ და მათ ხშირად წერდნენ არარეალისტურ მოთხოვნებს, რასაც ევროპელი მონარქები ყურადღებას არ აქცევდნენ, თითქოს "ევროპას ჩვენთვის არ ეცალა".
თუმცა, ისტორიული წყაროები გვიჩვენებს, რომ ქართველმა მეფეებმა სწორად იცოდნენ, ვისთვის და რა უნდა მიეწერათ. მათ საკმაოდ რეალისტური მიზნები ჰქონდათ და კარგად ერკვეოდნენ საერთაშორისო ვითარებაში.
მაგალითად, ვახტანგ VI და სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთს არ სთხოვდნენ ირანთან ომს — მათ იცოდნენ, რომ იმ დროისთვის საფრანგეთი ირანის მოკავშირე იყო და ასეთ თხოვნას აზრი არ ჰქონდა.
სულხან-საბა ორბელიანის მისიას რამდენიმე მთავარი მიზანი ჰქონდა, ის:
- საფრანგეთის მეფეს სთხოვდა, როგორც ირანის შაჰის მოკავშირეს, გავლენა მოეხდინა მასზე და ვახტანგ VI ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა;
- ცდილობდა, რომ საფრანგეთსა და ირანს შორის არსებული სავაჭრო გზებს საქართველოზე გაევლო და ქვეყანა სატრანზიტო ზონად ქცეულიყო;
- ითხოვდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფრანგი იეზუიტი მისიონერების გამოგზავნას. (იმ დროს საქართველოში უკვე არსებობდა იტალიელი კაპუცინების მისიონი, თუმცა ფრანგი მისიონერები მათგან განსხვავებით, ვაჭრობაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული).
აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ორბელიანის (ვახტანგ VI-ის) მოთხოვნები სრულ თანხვედრაში იყო საფრანგეთის მაშინდელ პოლიტიკურ ინტერესებთან. როგორ შეხვდნენ სულხან-საბას პარიზსა და რომში, რა შედეგი გამოიღო მისმა ვიზიტმა — ამის შესახებ დეტალურად მოისმენთ მწარე პოდკასტში:
მწარე პოდკასტი არის ისტორიკოს ნიკა ხოფერიას მიერ დაარსებული პოდკასტი, რომელიც მიმოიხილავს ისტორიას, კულტურას და ცივილიზაციებს. სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან და მკვლევარებთან ერთად, წყაროებზე დაყრდნობით გვიყვება ისტორიის "მწარე" სიმართლეს, რომელიც ხშირად არასწორად, ან საერთოდ არ ვიცით.
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
კომენტარები