საქართველოს მოსახლეობიდან ყოველ მეორეს ოპოზიციის ლიდერების პატიმრობა უსამართლოდ მიაჩნია — ISSA-ს კვლევის შედეგები პროტესტის შესახებ
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობის განწყობილებების 2025 წლის ივნისის კვლევას აქვეყნებს.
კვლევაში დეტალურადაა მოცემული მიმდინარე პროტესტების მიმართ არსებული დამოკიდებულება:
მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (43%) ემხრობა, 35% წინააღმდეგია, 19% — 50/50, 2% — არ იცის პასუხი.
მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%).
ქართული ოცნების ამომრჩევლებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა გამოკვეთილი უმრავლესობა (75%).
კითხვაზე — რამდენად ეთანხმებით საქართველოში მიმდინარე პროტესტების მხარდამჭერთა მოთხოვნებს, პასუხები ასე გადანაწილდა:
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს (55%), თბილისისა (63%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა (88%) უმრავლესობა.
რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება ქართული ოცნების ამომრჩეველთა 82%.
კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერაა გამოხატული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლების მიმართ:
საქართველო — 73%,
თბილისი — 79%,
რეგიონები — 70%,
პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლები — 92%.
თვით ქართული ოცნების ამომრჩევლების 40% ემხრობა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას (ეწინააღმდეგება — 50%)
ქართული ოცნების წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებას ემხრობა:
საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (44%), არ ემხრობა 41%, არ იცის პასუხი 16%-მა;
ქართული ოცნების წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებას ემხრობა თბილისელთა 60%-მდე, პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 83%.
რეგიონების მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (45%) ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა შეწყდეს. ამას იზიარებს ქართული ოცნების ამომრჩეველთა 90%-მდე.
კითხვაზე — მიგაჩნიათ თუ არა, რომ სამართლიანია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობით? — პასუხები ასე გადანაწილდა:
მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (59%).
უსამართლობის განცდა მაღალია რეგიონებშიც (54%), თუმცა, გაცილებით მაღალია თბილისელებში (70%).
პროევროპული ოპოზიციის და ქართული ოცნების ამომრჩევლებში დიამეტრალურად საპირისპირო შეფასებებია. თუმცა, ქართული ოცნების ამომრჩევლების 22% მზია ამაღლობელის
წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს, ხოლო თითქმის ამდენივე (23%) შეფასებას ვერ/არ გამოთქვამს.
საქართველოს (54%), თბილისის (66%) და, განსაკუთრებით, პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების (81%) უმრავლესობა მზია ამაღლობელს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. რეგიონებში თითქმის მეორეს (49%) მზია ამაღლობელი პოლიტპატიმრად მიაჩნია;
ქართული ოცნების ამომრჩევლების 60% ფიქრობს, რომ ამაღლობელს ბრალი სამართლიანად აქვს წაყენებული.
ოპოზიციის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით განწყობები ასეთია:
ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პატიმრობა უსამართლოდ მიაჩნია საქართველოს მოსახლეობიდან ყოველ მეორეს (49%), სამართლიანად მიიჩნევს 29%, არ აქვს პასუხი 21%.
თბილისელებში ეს პოზიცია აქვს უმრავლესობას (59%), ხოლო რეგიონებში — 45%-ს.
ოპოზიციონერი ლიდერების პატიმრობას უსამართლოდ მიიჩნევს პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა (81%).
ქართული ოცნების ამომრჩევლების 67%-ს დასახელებული პირების პატიმრობა სამართლიანად მიაჩნია.
საქართველოს მოსახლეობისთვის ენმ-ის სავარაუდო დანაშაულების გამომძიებელი კომისიის საქმიანობა უფრო არალეგიტიმურია (41%), ვიდრე ლეგიტიმური (36%).
აღნიშნული კომისიის არალეგიტიმურობას აღიარებს თბილისელთა (58%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა (71%) უმრავლესობა.
რეგიონებში შეფასება უფრო მეტად გადახრილია კომისიის ლეგიტიმურობისკენ (40%).
ქართული ოცნების ამომრჩეველთა 70%-მდე ამ კომისიის საქმიანობას ლეგიტიმურად მიიჩნევს.
რაოდენობრივ კვლევაში, პირისპირი ინტერვიუს გზით, მონაწილეობას იღებდა საქართველოს სრულწლოვანი (+18) მოსახლეობის 2000 რესპონდენტი. რესპონდენტების შერჩევა ალბათურად (შემთხვევითობის პრინციპით) მოხდა, კერძოდ, წინასწარი სტრატიფიკაციის კლასტერული მეთოდით. შერჩევის ცდომილება ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში, 71%-იანი გამოპასუხების წილით. კვლევის დონორია სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ხოლო განმახორციელებელი სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA).
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
კომენტარები