როგორ გახდა ბუდუ ზივზივაძე PLUS-ის ახალი კამპანიის სახე
ფოტო: საქართველოს ბანკი
2017 წლიდან, 5 ივლისი, ანუ PLUS-ის დაბადების დღე, აღიარებულია შოპინგის დღესასწაულად, თარიღად, რომელსაც ადამიანები მთელი წელი ელოდებიან. ამ დღეს შეგროვებული PLUS ქულებით შეგიძლია 200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინო.
ხშირად საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების გახარებისთვის თანხის შეგროვებას ვერ ვახერხებთ. PLUS ქულები კი ძალისხმევის გარეშე, ნებისმიერი გადახდისას ავტომატურად გროვდება და გაძლევს შესაძლებლობას, თამამად იყიდო ის, რისი შეძენაც დიდი ხანია გინდა. საქართველოს ბანკი მთელი წლის განმავლობაში ლოიალურ მომხმარებელს ქულებით გადახდისას, არაერთ ფასდაკლებას სთავაზობს, თუმცა 5 ივლისი განსაკუთრებულია — ემოციების, სიხარულის, ურთიერთობებისა და საჩუქრების დღესასწაული, ისეთივე სახალხო და საყოველთაო, როგორიც ფეხბურთი.
წელს PLUS დაბადების დღის კამპანიის სიმბოლო ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად ჟესტიკულაციითაც დაგვამახსოვრა თავი. იცოდით, რომ თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ბუდუ PLUS-ის დაბადების დღის სამზადისზე მიგვანიშნებდა?
კამპანიის კრეატიული დირექტორი, ბექა მეფარიშვილი, გვიყვება, როგორ დაუკავშირდა ბუდუს ცნობილი ჟესტი PLUS ქულებს:
“იდეაზე ფიქრის პროცესში ბევრი სხვადასხვა მიმართულება მოვსინჯეთ, ვეძებდით ყველაფერს, რაც ამ სიმბოლოსთან ასოცირდებოდა ფორმითა და იდეით. ბუდუც ამ დროს გაგვახსენდა. შევამჩნიეთ, რომ თუ მის ცნობილ ჟესტს 30 გრადუსით გადავხრით, პლუსის ნიშანს მივიღებთ. კამპანია მარტივ ხუმრობაზეა აგებული — თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ბუდუ გვახსენებდა, რომ PLUS დაბადების დღისთვის ქულები შეგვეგროვებინა. თანაც, ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის ხდება. ეს დღე ერთგვარი სახალხო დღესასწაულია — ბუდუ კი სახალხო ფეხბურთელი. 5 ივლისს დიდ აურზაურსა და ბევრ გახარებულ სახეს უნდა ველოდოთ. ამ დღეს უამრავი ადამიანი დიდი ხნის სურვილის ასრულებას შეძლებს”.
ასე შეიძლება გახდეს ერთი ჟესტი უამრავი ადამიანის დამაკავშირებელი სიმბოლო. ფეხბურთი თავისი გულშემატკივრებით, ტრადიციებით, დაუწერელი თუ დაწერილი წესებით მთელი კულტურაა, უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ თამაში, საჩუქრების ჩუქებაც არ არის მხოლოდ ნივთების გაცვლა, ეს არის ერთმანეთზე ზრუნვის, სიყვარულის, მეგობრობისა და ემოციების გამოხატვის საშუალება.
სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ბანკის მომხმარებლები მთელი წელი აგროვებენ ქულებს. ბანკის შეთავაზებებს თუ თვალს ადევნებ, ქულების შეგროვება შენთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება, პარტნიორ ობიექტებში ხშირად 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულის მიღება შეგიძლია. თუ საკრედიტო ბარათით სარგებლობ, არ დაგავიწყდეს, რომ AMEX-ზე დაგროვებულ MR ქულებს PLUS ქულებში გადაცვლი სულ რამდენიმე წამში მობილბანკის საშუალებით. გარდა ამისა, მობილბანკით PLUS ქულების სხვასთან გადარიცხვაც შეგიძლია. თუ ოჯახისთვის, ან სამეგობროსთვის გინდა ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ, შეგროვილი ქულები გააერთიანოთ და ერთობლივად აიხდინოთ სურვილი.
ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გაქვს. შეაგროვე ქულები და შემოუერთდი PLUS დღესასწაულს, ერთადერთ დაბადების დღეს, როცა იუბილარი თავად გასცემს უამრავ საჩუქარს. ზოგჯერ საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანების გახარება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენია!
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
კომენტარები