ზელენსკი: უკრაინას ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ეს არის ამერიკული სისტემები, რომლებიც მზად ვართ შევიძინოთ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა განცხადება ღამის მასიურ თავდასხმასთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის ცაზე იყო 477 დრონი და 60 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის რუსულ-ირანული "შაჰედები".
მისი თქმით, რუსეთის სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა — სმილაში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა რაკეტა, დაშავდა ბავშვი.
ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ თავდასხმის მოგერიებისას დაიღუპა F-16-ის პილოტი მაქსიმ უსტიმენკო, რომელმაც ერთ დღეში 7 საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი არ გაჩერდება და უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება, მათ შორის ამერიკული სისტემების შეძენა.
ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, გაძლიერდეს მხარდაჭერა უკრაინისთვის.
"მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სიგნალები ისმოდა — ჩვენს ცაზე დაფრინავდა 477 დრონი, უმეტესობა რუსულ-ირანული "შაჰედები", ასევე 60 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. რუსები ესხმოდნენ ყველაფერს, რაც სიცოცხლის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შეტევა სმილას ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზეც განხორციელდა, დაშავდა ბავშვი. სამაშველო სამსახურები იმყოფებიან იქ, სადაც მათი დახმარება საჭიროა.
სამწუხაროდ, თავდასხმის მოგერიებისას დაიღუპა ჩვენი F-16-ის პილოტი მაქსიმ უსტიმენკო. დღეს მან გაანადგურა 7 საჰაერო სამიზნე. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და თანამებრძოლებს. გავეცი დავალება, სრულად იქნას გამოძიებული მისი დაღუპვის გარემოებები. უკრაინული ავიაცია გმირულად იცავს ჩვენს ცას. მადლიერი ვარ ყველა მებრძოლის, ვინც იცავს უკრაინას.
მოსკოვი არ გაჩერდება, სანამ მას აქვს საშუალება განახორციელოს მასიური თავდასხმები. მხოლოდ ამ კვირაში განხორციელდა 114-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა, 1 270-ზე მეტი დრონი და თითქმის 1 100 პლანირებადი ბომბი. პუტინმა დიდი ხანია მიიღო გადაწყვეტილება, რომ ომს გააგრძელებს, მიუხედავად მსოფლიოს მოწოდებებისა მშვიდობისკენ. ეს ომი უნდა დასრულდეს – ამისთვის საჭიროა ზეწოლა აგრესორზე და თავდაცვა. თავდაცვა ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებისგან, დრონებისგან და ტერორისგან. უკრაინას ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება — ეს საუკეთესო გზაა სიცოცხლის დასაცავად. ეს არის ამერიკული სისტემები, რომლებიც მზად ვართ შევიძინოთ. ჩვენ ვეყრდნობით ლიდერობას, პოლიტიკურ ნებისყოფას და აშშ-ის, ევროპის და ჩვენი ყველა პარტნიორის მხარდაჭერას. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება", – წერია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებაში.
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
კომენტარები